მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 25:33

32. თქვა ესავმა: სიკვდილის პირას ვარ და რაღად მინდა პირმშოება.33. უთხრა იაკობმა: ახლავე შემომფიცე. შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს პირმშოება.34. მაშინ მისცა იაკობმა ესავს პური და ცერცვის შეჭამადი. ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. არად ჩააგდო ესავმა პირმშოება.
დაბადება თავი 25
33. უთხრა იაკობმა: ახლავე შემომფიცე. შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს პირმშოება.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 50. „და მუცლად-იღო რებეკა" (დაბ 25:21–22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. რებეკას ღვთისმოსაობა და ესავის პირმშოობის გაყიდვა (25:21-33):

...ეწოდა სახელი მისი ედომ. და ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი"** (დაბ 25:29–31). ამაზე ესავმა უპასუხა: რა სარგებელი მაქვს პირმშოებისგან, როცა სიკვდილი მემუქრება, თუ საზრდელს არ მივიღებ? მაგრამ იაკობი ფიცსაც ითხოვს, რათა პირმშოების დათმობას სიმტკიცე მიეცეს. „და ეფუცა მას, — ნათქვამია, — ესავ" ().

2. სიმდიდრის უგულებელყოფა და გლახაკთა მიმართ მოწყალება

აი, ამ დროიდან შეიცვალა წესრიგი და პირმშოების ღირსება იმას გადაუვიდა, ვინც სულიერი სათნოებით ბრწყინავდა. „და მისცა, — ამბობს წერილი, — ესავ პირმშოებაჲ" იაკობს, ანუ საზრდელის სანაცვლოდ გაყიდა ღირსება, თავად ბუნებისგან მისთვის მინიჭებული. ამიტომ წერილი დაუმატებს: „და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი" (): ასე უგრძნობელი გახდა ბუნებისგან მისთვის მინიჭებული უპირატესობის მიმართ. ეს ყველაფერი კი იმისთვის მოხდა, რომ მისი უგუნურება გამომჟღავნებულიყო და ღვთის წინასწარმეტყველება მართლაც აღსრულებულიყო.

ჩვენ, ამის მსმენელნი, ვისწავლოთ, რომ ღვთის ნიჭები არასდროს უგულებელვყოთ და მცირედისა და უმნიშვნელოს გამო დიდი არ დავკარგოთ. რისთვის, მითხარი, როცა ჩვენთვის ცათა სასუფეველი და გამოუთქმელი სიკეთენი არის მომზადებული, რისთვის ვეტაც...

სრულად ნახვა