მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 26:1

1. ჩამოვარდა შიმშილი ქვეყანაში იმ წინანდელი შიმშილობის შემდეგ, აბრაამის დროს რომ მოხდა, და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.2. გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: ნუ ჩახვალ ეგვიპტეში, იმ ქვეყნად დასახლდი, რომელსაც გეტყვი.
დაბადება თავი 26
1. ჩამოვარდა შიმშილი ქვეყანაში იმ წინანდელი შიმშილობის შემდეგ, აბრაამის დროს რომ მოხდა, და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ისაკის ასმაგი მოსავალი და ფილისტიმელთა შური (26:12-16):

...ვთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობა ადიდოს და ყველაფერს მხოლოდ დროთა ცვლილებას ნუ მიაწერს. მაგრამ თანმიმდევრობას უნდა დავუბრუნდეთ და განვიხილოთ, თუ როგორ აღენთნენ შურით გერარის მცხოვრებლები, მართლის სიმდიდრე რომ შენიშნეს, და გადაწყვიტეს მისი იქიდან განდევნა: „ეშურებოდეს მას", — ნათქვამია, — „ფილისტიმელნი იგი" (). შემდეგ საღვთო წერილი, რომელსაც სურს აჩვენოს, რაში გამოამჟღავნეს თავიანთი შური, დასძენს: „და ყოველივე ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა და აღავსეს მიწითა" (). აჰა, რა ბოროტება იყო მათი: წყალშიც შეშურდათ მართლისა; თვით მეფეც, რომელსაც თავად ყოველივეს სიუხვე ჰქონდა, ვერ შეიკავა თავი შურისგან და უთხრა: „განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად". რა დიდი ავგულობა! რისთვის დევნი მართალს? განა რამე ავნო შენ? განა რამეთი შეგაწუხა? მაგრამ ასეთია შური: არაფერს აკეთებს განსჯით. თუ მეფე ხედავდა, რომ მართალი ღმრთისგან ასეთი წყალობით სარგებლობდა, მეტი პატივი უნდა მიეგო მისთვის, მეტი მზრუნველობა გამოეჩინა, რათა მართლის პატივისცემით თავადაც ზეციური კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ხოლო ის არა თუ ამას არ აკეთებს, არამედ განდევნასაც ცდილობს და ეუ...

სრულად ნახვა
საუბარი 51. „და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა" (დაბ 26:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. პირმშოობის უფლება და ისაკის შიმშილი (26:1-2):

...ს შესახებ, — როგორ ღირსდება იგიც, აბრაჰამის მსგავსად, შიმშილის დადგომისას ზეგარდამო დიდი მზრუნველობისა, ერთი მხრივ, საკუთარი სათნოების გამო, მეორე მხრივ კი, მამამთავრისთვის მიცემული აღთქმის თანახმად. „და იქმნა", — ამბობს წერილი, — „სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა" (). რათა არ იფიქრო, რომ წერილი წინანდელ შიმშილზე ლაპარაკობს, ის განმარტავს კიდეც: „თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა" მამამთავრისა — ანუ ახლა, ისაკის დროს, ისეთივე შიმშილმა მოიცვა ქვეყანა, როგორიც მის მამასთან იყო. სასიცოცხლოდ აუცილებელ საგნებში ნაკლებობამ ყველა უდიდეს საფრთხეში ჩააგდო და თავიანთი ქვეყნებიდან იმ ადგილებში გადასახლება აიძულა, სადაც საცხოვრებლად აუცილებელი საგნების სიუხვეს იპოვიდნენ. ამგვარად, ეს მართალიც, შიმშილს რომ ხედავდა, მივიდა, — ამბობს წერილი, — „აბიმელექისა... გერარად". აქ აბრაჰამიც მოვიდა მეორედ, ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ. სავარაუდოდ, ისაკიც იმისთვის მოვიდა აქ, რომ აქედან ეგვიპტეში გამგზავრებულიყო. რომ ასეა, მოისმინე, რას ამბობს წერილი: „ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ" (). არ მსურს, ამბობს ღმერთი, ასეთ შორეულ გზას გაუდგე; აქ და...

სრულად ნახვა