...საშუალებას მიმართა. მეფეს კი ჯერ კიდევ ცოცხლად ახსოვდა ის, რაც მამამთავარსთან (აბრაჰამთან) განიცადა, როცა სარა წაიტაცა, და, როგორც კი გაიგო, რომ ახლაც სასჯელი ელოდა, ისაკს უთხრა: „რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და წარ-მცა-იტაცა ვინმე იგი ნათესავისა ჩუენისაგანმან ცოლი შენი და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ" (). ასეთ მოტყუებას, ამბობს, უკვე დავექვემდებარეთ შენი მამის დროს, და ახლაც, მალე რომ არ გაგვეგო, იმავეს განვიცდიდით, „და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ". მაშინ უმეცრებით შევცოდეთ; და ახლაც შენ კინაღამ უმეცრების ცოდვაში ჩაგვაგდე. „და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს" (). შენიშნე ღვთის განგება, შენიშნე გამოუთქმელი მზრუნველობა! ის, ვინც ისაკს უთხრა: არ წახვიდე ეგვიპტეში, ამ ქვეყანაში დასახლდი და მე შენთან ვიქნებიო, — ისვე ამ ყოველივეს აწყობდა და მართალს ასეთ უსაფრთხოებაში აყენებდა. შეხედე, როგორ ზრუნავს მეფე, რომ ისაკი უსაფრთხოდ ცხოვრობდეს და ყოველი შეწუხებისგან თავისუფალი ყოფილიყო. მეფე, როგორც ნათქვამია, სიკვდილით ემუქრებოდა ყველას, ვინც მას ან მის ცოლს შეეხებოდა. სწორედ ეს შიში — ვგულისხმ...
დაბადება 26:10
9. დაიბარა აბიმელექმა ისაკი და უთხრა: ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი; რამ გათქმევინა ჩემი და არისო? უთხრა ისაკმა: ვიფიქრე, მისი გულისთვის არ მომკლან-მეთქი.10. უთხრა აბიმელექმა: ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩვენებური, და კიდევ გაგვრევდი ცოდვაში.11. უბრძანა აბიმელექმა მთელს ხალხს: ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება.
დაბადება თავი 26