შენიშნე მართლის კეთილგონიერება. როცა პირველ ჭებს ართმევდნენ, არ წუხდა, არ წინააღმდეგობდა, არამედ მხოლოდ ჭების სახელწოდებით მცხოვრებთა ბოროტების წარუშლელ ხსოვნას ტოვებდა. ხოლო ახლა, როცა აღარავინ უშლის ხელს და სრული თავისუფლებით სარგებლობს თავისი შრომის ნაყოფით, ყველაფერს ღმერთს მიაწერს. „დასდვა მას სახელი", — ნათქვამია, — „ფართოებაჲ". შემდეგ ამ სახელს ხსნის: იმიტომ ვუწოდე ფართოება, რომ „განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა". ხედავ ღვთისმოყვარე სულს, როგორ წინანდელ უსიამოვნებებს სრულიად არ იხსენებს, არამედ მხოლოდ სიკეთეს ახსოვს და ამისთვის მადლიერებას მოიხსენიებს და ამბობს: „რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა"? არაფერი არ არის ღვთისთვის ისეთი სათნო, როგორც მადლიერი და მადლობელი სული. ღმერთი ყოველდღე ყველას უთვალავ ქველმოქმედებას გვიჩვენებს, მიუხედავად იმისა, ვისურვებთ მათ თუ არა, ვიცით მათ შესახებ თუ არა, და ჩვენგან სხვას არაფერს ითხოვს, მხოლოდ მადლიერებას მის მიერ ბოძებულის მიმართ, რათა ამისთვისაც კვლავ უფრო დიდი საზღაური მოგვცეს. ამის დასადასტურებლად შეხედე...
დაბადება 26:25
24. გამოეცხადა იმ ღამით უფალი და უთხრა: მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ. გაკურთხებ, გაგიმრავლებ შთამომავლობას აბრაამის, ჩემი მორჩილის გულისათვის.25. აღმართა იქ სამსხვერპლო და ახსენა უფლის სახელი. დასცა იმ ადგილას კარავი და იქაც ამოიღეს ჭა ისაკის მორჩილებმა.26. მოვიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მოყვარე ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
დაბადება თავი 26