...აკის სული მამის სათნოების შეხსენებით? „და დაეშენა", — ამბობს წერილი, — „ისაკ გერარეთს". მაგრამ შეხედე, როგორ განიცდის ისიც თითქმის იმავე საფრთხეებს, რომლებსაც მისი მამა განიცდიდა. გერარეთს რომ დასახლდა, „ჰკითხეს", — ამბობს წერილი, — „კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს" (). ეშინოდა, მცხოვრებთ არ მოეკლათ, მისი ცოლის სილამაზით განცვიფრებულთ: „ნუუკუე-მცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა. და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. და შთახედა აბიმელექ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა. მოუწოდა აბიმელექ ისაკს და ჰრქუა: ცოლი სამე შენი არს. რაჲსათჳს სთქუ, დაჲ ჩემი არს?" (დაბ 26:7–9). როცა ამ ნიშნებით ჭეშმარიტება გამოაშკარავდა, მართალი უკვე აღარ უარყოფს, არამედ აღიარებს და წარმოთქვამს მიზეზს, რის გამოც რებეკას დის სახელით მოიხსენიებდა. „თქუა", — ამბობს წერილი, — „ნუუკუემცა მოვჰკუედ მაგის ძლით". სიკვდილის შიშმა მაიძულა ასე მოვქცეულიყავი. შესაძლოა, მან ისიც იცოდა, რომ მამამისმა ამ ხერხით გადაირჩინა თავი, — და ამიტომ თავადაც იმავე საშუალებას მიმართა. მეფეს კი ჯერ კიდევ ცოცხლად ახსოვდა ის, რაც მამამთავარსთან (აბ...
დაბადება 26:7
6. დაიწყო ცხოვრება ისაკმა გერარში.7. გამოკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის, რებეკას ვინაობა. მან უთხრა: და არის ჩემი. რადგან შეეშინდა ეთქვა, ცოლი არისო, ვაითუ მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი შესახედავი იყო.8. კარგა ხნის ნაცხოვრები იყო ისაკი იმ ქვეყანაში, როცა გამოიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი რებეკას, თავის ცოლს.
დაბადება თავი 26