მაშ, არა იმას შეხედო, რომ იაკობის მიერ ნათქვამი სიცრუე იყო, არამედ იფიქრე იმაზე, რომ თავად ღმერთმა ყველაფერი ასე მოაწყო, რადგან თავისი წინასწარმეტყველების აღსრულება სურდა. და, რომ დარწმუნდე, რომ ღმერთი ამ ყველაფერს შეეწეოდა და ძნელს ადვილს ხდიდა, შეხედე, როგორ ვერ შეამჩნია მართალმა მოტყუება, არამედ იაკობის სიტყვების დაჯერებითა და მოტანილი საჭმლის სიამოვნებით მიირთმევით მას კურთხევებით ამკობდა. ხოლო ესავიც არა მანამდე ბრუნდება ნადირობიდან, სანამ ყველაფერი არ დამთავრდა, და ამგვარად ყველაფერი გვიჩვენებს, რომ ეს საქმე ღვთის განზრახვით ხდებოდა. „ჰრქუა, — ამბობს წერილი, — ისაკ: რაჲ არს, შჳლო, რამეთუ ადრე ჰპოვე, შჳლო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა“ (). ჯერ კიდევ შიშით იდგა იაკობი და მისი შიში იზრდებოდა; და ეს ყველაფერი იმიტომ იყო, რათა ამით შეგვეცნო, თუ როგორ არ გამოავლენს კაცთმოყვარე უფალი თავის განგებას უპირობოდ, არამედ მაშინ, როცა ჩვენი მხრიდანაც დიდ მოშურნეობას ხედავს. ყურადღების გარეშე ნუ დატოვებ, საყვარელო, (იაკობის) ამ შფოთსა და დააკვირდი, რომ...
დაბადება 27:20
19. უთხრა იაკობმა მამამისს: ესავი ვარ, შენი პირმშო. გაგიკეთე, რაც მთხოვე. წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რომ მაკურთხოს შენმა სულმა.20. უთხრა ისაკმა თავის შვილს: რა მალე გიპოვნია, შვილო. უთხრა: უფალი, შენი ღმერთი შემეწია.21. უთხრა ისაკმა იაკობს: მომიახლოვდი, ხელი მოგისვა, შვილო; მართლა ჩემი შვილი ესავი ხარ თუ არა.
დაბადება თავი 27