...მე შენს ბატონად დავადგინე იგი. ყურადღება მიაქციე, როგორ იწყებს ისაკი მაშინვე ამითა და სხვას აღარაფერს ამბობს, არამედ მხოლოდ ესავს უწინასწარმეტყველებს მონობასა და დამორჩილებას: „ვინათგან უფალ-ვყო იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი ვყუენ მისა მრწემ, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შჳლო“ ()? აღარაფერი დარჩა. თუ შენს ბატონად დავადგინე იგი, ყველა ძმა — მისი მონა გავხადე და ყველა საჭიროში სიუხვე ვუსურვე, მაშინ კიდევ რა დარჩა? „ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა“ (). მას შემდეგ, რაც მამამ თქვა: „ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ“, და მთელი კურთხევა (იაკობისთვის მიცემული) განუმარტა, ესავი ამბობს: მაკურთხე მეც, მამაო. ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გაქვს? ნუთუ ვერ ღირსყოფ შენი კურთხევით მეც — შენთვის ასე საყვარელ პირმშოს, რომელიც ნადირობაზე გაგზავნე? ამ სიტყვებით აღელვა მამა; „და ვითარცა შეწუხნა ისაკ, — ნათქვამია, — ღაღად-ყო ესავ ჴმითა დიდითა და ტიროდა ფრიად.“ მან დაინახა, რომ მამა გაკვირვებულია და არ შეუძლია, არც უნდა შეცვალოს უკვე გაკეთებული; და აი ყვირილს ტირილსაც შეურთავს, რათა მამა მეტ თანალმობაში მოიყვანოს. მაშინ ისაკმ...
დაბადება 27:37
36. თქვა ესავმა: ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია. უთხრა: ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა?37. მიუგო ისაკმა და უთხრა ესავს: აჰა, ბატონად დაგისვი იგი, ძმები მორჩილებად მივეცი, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, ჩემო შვილო?38. უთხრა ესავმა მამას: ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო! ხმამაღლა ატირდა ესავი.
დაბადება თავი 27