მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 27:4

3. აიღე შენი იარაღი, მშვილდ-ისარი, გადი ველად და ნანადირევი მომიტანე.4. მომიმზადე შეჭამადი, მე რომ მიყვარს, მომიტანე და მაჭამე, რომ გაკურთხოს სულმა ჩემმა, სანამ მოვკვდებოდე.5. ესმოდა რებეკას, ისაკი რომ ელაპარაკებოდა თავის შვილს, ესავს. გავიდა ესავი ველად სანადიროდ ნანადირევის მოსატანად.
დაბადება თავი 27
4. მომიმზადე შეჭამადი, მე რომ მიყვარს, მომიტანე და მაჭამე, რომ გაკურთხოს სულმა ჩემმა, სანამ მოვკვდებოდე.
საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ესავის ქორწინება და მისი ზნეობრივი დაცემა (27:1–10)

დღესაც, თუ ინებებთ, წინა დღეს ნათქვამის შემდგომ მოყოლილს წესრიგით განვაგრძობთ და, რამდენადაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, (წერილის) თითოეულ სიტყვას განვმარტავთ, რათა სარგებლიანად დავბრუნდეთ აქედან სახლებში. მაშ, წაკითხული ადგილის დასაწყისი განვიხილოთ. „იყო ესავ ორმეოცის წლის, — ამბობს წერილი, — და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ. და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა.“ შეხედე, როგორ შეიძლება ამ მცირედი სიტყვებიდან მრავალი ვისწავლოთ. რისთვის აღნიშნა (წერილმა) ჩვენთვის ესავის წლების რიცხვი? არა უმიზეზოდ, არამედ იმისთვის, რათა აქედან ისაკის სიბერე შეგვეტყო. ჩანს, რომ იგი უკვე მოხუცებულ ასაკში იყო. თუ წინათ ნათქვამს გავიხსენებთ — რომ ორმოცი წლის იყო, როცა რებეკა შეირთო, და სამოცი წლის, როცა შვილები შეეძინა — გავიგებთ, რომ ამჟამად უღრმეს სიბერეში იმყოფებოდა, უკვე ას წლამდე მიღწეული. ვინაიდან (მემატიანეს) განზრახული აქვს ამის შემდეგ მოგვითხროს, როგორ დაუბრმავდა ისაკს სიბერისგან თვალები, ამიტომაც აღნიშნა ჩვენთვის ესავის წლების რიცხვი,...

სრულად ნახვა
საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ესავის შური და რებეკას რჩევა იაკობისადმი (27:42–46):

...არ იყოს, რომ ძმის სიძულვილის გამო მიდის, რათა მამამაც არ შეიტყოს არც მისი წასვლის ნამდვილი მიზეზი და არც ესავის განრისხება მის მიმართ. და მოვიდა რა რებეკა ისაკთან, „ჰრქუა: მომეწყინა ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტის ძეთასა. უკუეთუ მოიყვანოს იაკობ ცოლი ასულთაგან ამის ქუეყანისათა, რომლისა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი?" ().

3. რებეკას გონიერი საბაბი და ისაკის კურთხევა (28:1–11)

შეხედე, რა საპატიო საბაბი იპოვა! როცა ზეციური მარჯვენა გეხმარება, ძნელიც ადვილი ხდება და მძიმეც მსუბუქი. ვინაიდან მისი განზრახვა ღვთის ნებას შეესატყვისებოდა, ამიტომ ღმერთმაც მის გონებაში ჩადო ყოველივე, რაც მომავალ განგებულებასა და მისი ძის ცხონებას შეწეოდა. „მომეწყინა, — ამბობს, — ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტის ძეთასა. უკუეთუ მოიყვანოს იაკობ ცოლი ასულთაგან ამის ქუეყანისათა, რომლისა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი?" აქ, ჩემი აზრით, იგი ესავის ცოლების ცუდ ზნეობას გულისხმობს — სწორედ იმას, რომ ისინი მათთვის მრავალი მწუხარების მიზეზი იყვნენ. ზემოთ საღვთო წერილი გვეუბნებოდა, რომ ესავმა ცოლები ქეტელთაგან და ეველთაგან მოიყვანა და „იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა". სწორედ ამის შეხსენება რომ სურდა ისაკისთვის, რებეკა თითქოს ასე ეუბნება: შენ იცი, რამდენად მომწარა ცხოვრება ესავის ც...

სრულად ნახვა