მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 28:20

19. უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთელი (სახლი ღვთისა). წინათ ლუზი ერქვა ამ ქალაქს.20. აღთქმა დადო იაკობმა და თქვა: უკეთუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად,21. მშვიდობით დაბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,
დაბადება თავი 28
20. აღთქმა დადო იაკობმა და თქვა: უკეთუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად,
საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. იაკობის აღთქმა და ზეციურის ძიების შეგონება (28:20–22):

თუ ინებებთ, მოვისმინოთ წერილის სიტყვებიც: „აღთქუა, — ნათქვამია, — აღთქუმაჲ ახალი და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ" (). ვინაიდან უფალმა თქვა: მე შენთან ვარ და დაგიცავ გზაზე, რომელზეც მიდიხარ, ამიტომ ისიც ამბობს: თუ ყველაფერს გააკეთებ, რაც აღმითქვი. შემდეგ თავისი მხრიდანაც სათხოვარს დაუმატებს ასეთი სიტყვებით: „მცეს მე" უფალმა „პური ჭამად და სამოსელი შემოსად" (). არა სიმდიდრესა და არა ზედმეტს ითხოვს, არამედ პურსა და სამოსს — სამოსს სხეულის დასაფარავად, პურს კი აუცილებელი სარჩოსთვის. ყურადღება მიაქციე, როგორ ამ თხოვნით მოციქულურ სულისკვეთებას აღბეჭდავდა. ესოდენ სიბრძნისმოყვარეობით აღსავსე იყო მართლის სული! ის, რასაც ქრისტე ამბობდა: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა... ნუცა ორსა სამოსელსა" (მათ 10:9–10), — ეს მან უკვე იცოდა, ჯერ არავისგან ნასწავლმა, არამედ თავად — ჩვენს ბუნებაში მყოფი მოძღვრისგან, და სურდა უფლისგან მხოლოდ „პური ჭამად და სამოსელი შემოსად" მიეღო. თუ ეს მექნება,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...მაშ, რა? განა, ამბობს იგი, გრძნობადი საგნები არ უნდა ვითხოვოთ? უნდა ვითხოვოთ, მაგრამ ზომიერად: როგორც იაკობი ამბობს, „უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად“ (); როგორც ქრისტემ გვიბრძანა ამ სიტყვებით ლოცვა: „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს“ (); ხოლო ყოველივეზე წინ სულიერი უნდა ვითხოვოთ. ამას თვითონაც აკეთებს, როცა ამბობს: „დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა“ ().

ხედავ კეთილგონიერებას? ხედავ სიბრძნისმოყვარეობას? საიდან იწყებს თხოვნას? უდიდესი სათნო საქმისგან იწყებს: იგი, როცა უგულებელყოფილია, ყველა ბოროტების მიზეზია, ხოლო როცა გულმოდგინედ იღვაწება, ყველა სიკეთის მიზეზი ხდება. რადგან ენის დაუდევრობა ურიცხვ ბოროტებას წარმოშობს, ხოლო მისი ფრთხილი დაცვა - სიკეთეებ...

სრულად ნახვა