...ხოდ და ყოველგვარი მზრუნველობის გარეშე. ამასობაში ღმერთმა, რომელიც ყოველივეს მართლის სასარგებლოდ წყობდა და ყოველივეში თავის შეწევნას აძლევდა, ლაბანის გულშიც კეთილი განწყობა აღძრა, რომელმაც, იაკობის სიმშვიდე რომ იხილა, უთხრა: „რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ. აჰა მმონო მე მედად. მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი?" (). შენიშნე, რომ იაკობი თავად არაფერს ეძებდა; ლაბანმა, მხოლოდ თავისი ნებით, შესთავაზა ეს მართალს. ხედავ, როგორ ეწყობა ყოველივე იმას, ვისაც ზეციური მარჯვენა ეხმარება? „აჰა მმონო მე მედად, — ეუბნება, — მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი?" თუმცა ეს ნეტარი კმაყოფილი იყო მხოლოდ ყოველდღიური საზრდოთი და ამისთვისაც მადლიერი იყო, მაგრამ, რადგან განსაკუთრებულ სიმშვიდეს იჩენდა, ლაბანი თავად გამოხატავს მზადყოფნას, ისეთი ჯილდო მისცეს, როგორსაც თავად დაასახელებს. რა მოიმოქმედა მართალმა? ამ შემთხვევაშიც შენიშნე, რა დიდი იყო მისი კეთილგონიერება: სიმდიდრის მოხვეჭის სურვილი სრულიად არ ჰქონდა, ლაბანს რაიმე დაქირავებულივით არ მოელაპარაკა და სხვა არაფერი მოითხოვა, არამედ დედისა და მამის მცნება გაიხსენა, თავისი განსაკუთრებული თავმდაბლობა გამოავლინა და ლაბანს უთხრა: „გმონებდე შენ შჳდ წელ რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემესისა" (...
დაბადება 29:15
14. უთხრა ლაბანმა: ნამდვილად ჩემი ძვალი და ხორცი ხარ. და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე.15. უთხრა ლაბანმა იაკობს: ჩემი სახლიკაცი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა მოგცე ქირად?16. ორი ასული ჰყავდა ლაბანს; უფროსს სახელად ლეა ერქვა, უმცროსს - რახელი.
დაბადება თავი 29