მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 29:20

19. უთხრა ლაბანმა: მიჯობს, შენ მოგცე იგი, ვიდრე ვისმე სხვას. იცხოვრე ჩემთან.20. მსახურობდა იაკობი რახელისთვის შვიდ წელიწადს და რახელის სიყვარულის გამო რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.21. უთხრა იაკობმა ლაბანს: მომეცი ჩემი ცოლი, რადგან ვადა გასულია და უნდა შევიდე მასთან.
დაბადება თავი 29
20. მსახურობდა იაკობი რახელისთვის შვიდ წელიწადს და რახელის სიყვარულის გამო რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის მსახურება რაქელისთვის და სიყვარულის ძალა (29:14–20):

...ვირია, საყვარელო, რომ იაკობმა შვიდწლიანი მსახურება აღუთქვა საყვარელი ქალწულისთვის? იმის საჩვენებლად, თუ როგორ ამცირებდა ძლიერი სიყვარული მისთვის შრომასაც და დროის ხანგრძლივობასაც, საღვთო წერილი ამბობს: „და ჰმონებდა იაკობ შჳდ წელ რაქელისთჳს და იყუნეს წინაშე მისსა ვითარცა დღენი მცირენი სიყვარულისა მისისათჳს" (). შვიდი წელი მხოლოდ რამდენიმე დღედ მოეჩვენა ქალწულის მიმართ უსაზღვრო სიყვარულის გამო: თუ ვინმეს სიყვარულის ვნება განუცდია, იგი არავითარ სიძნელეს არ უყურებს, რა რიგის საფრთხეებიც უნდა ემუქრებოდეს და რა სახის უბედურებებიც უნდა გადაეყაროს, ყოველივეს ადვილად იტანს, მხოლოდ ერთს ფიქრობს — თავისი სურვილი აისრულოს.

ეს მოვისმინოთ ჩვენ, უზრუნველებმა, დაუდევარებმა, რომლებიც დიდ უმადურობას ვიჩენთ უფლის მიმართ! თუ ეს მართალი ქალწულისადმი სიყვარულით შვიდწლიან მსახურებას გადაწყვეტდა, მწყემსური ცხოვრების ყველა სიძნელეს იტანდა და შრომასაც არ გრძნობდა, ხანგრძლივ დროსაც და ყოველივე მსუბუქი და ადვილი ეჩვენებოდა, თუ იგი სასურველის მიღების იმედით საზრდოობდა და ესოდენ ხანგრძლივ დროს თითქოს მცირე დღეებად მიიჩნევდა, — მაშინ რა გამართლება გვექნება ჩვენ, რომლებიც ასეთ სიყვარულსაც კი არ ვიჩენთ ჩვენი უფლის, ქველმოქმედის, მზრუნველის მიმართ, რომელიც ყოველივ...

სრულად ნახვა