მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 29:30

29. მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ბილჰა მხევლად თავის ასულს, რახელს.30. შევიდა იაკობი რახელთანაც და ლეაზე უფრო შეუყვარდა რახელი; და მსახურობდა ლაბანთან კიდევ შვი წელიწადს.31. დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა მას საშო. რახელი კი ბერწი იყო.
დაბადება თავი 29
30. შევიდა იაკობი რახელთანაც და ლეაზე უფრო შეუყვარდა რახელი; და მსახურობდა ლაბანთან კიდევ შვი წელიწადს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის განგება ლიას შვილოსნობაში (29:29–33):

...ას აწარმოებენ იმაზე, რაც შორეულ მომავალში მოხდება: „თუ უშვილოდ მოკვდება, თუ შვილებს დატოვებს" — და სხვა ამგვარი. მაგრამ იქ ძველად არაფერი ასეთი არ იყო: მამამ თითოეულ ასულს თითო მხევალი მისცა და ასე გაატანა ქალიშვილები. „და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიასსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა" (). რადგან თავიდანვე ძლიერ შეიყვარა იაკობმა რაქელი მისი სილამაზისთვის და ძნელად მიაღწია სასურველს, ამიტომაც უყვარდა იგი, როგორც ნათქვამია, ლიაზე მეტად. ამგვარად, რაქელის სილამაზემ სიყვარული აღუძრა. მაგრამ შენიშნე აქაც უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა — როგორ ნელ-ნელა მოჰყავს თავისი აღთქმები აღსრულებამდე. მან თქვა: „აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა" (), გაგამრავლებო; და ახლა ყველაფერს ასე აწყობს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, მოისმინე, რა ნათლად ამბობს ამას თავად საღვთო წერილი: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ. მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე" (დაბ 29:31–32). შენიშნე ღვთის განგებული სიბრძნე: რადგან ერთი ქმრის კეთილგანწყობას სილამაზით იზიდავდა, ხოლო მეორე, სილამაზემოკლებულ...

სრულად ნახვა