მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 29:34

33. კვლავ დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და თქვა: ესმა უფალს, რომ მოძულებული ვარ, და მომცა ესეც. უწოდა ვაჟს სახელად სიმონი.34. კვლავ მიუდგა ლეა და შვა ძე, და თქვა: ახლა კი შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან სამი ვაჟიშვილი ვუშვი. ამიტომაც უწოდა სახელად ლევი.35. კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი და თქვა: ახლა კი ვმადლობ უფალს. ამიტომ უწოდა ვაჟს სახელად იუდა და შეწყვიტა შობა.
დაბადება თავი 29
34. კვლავ მიუდგა ლეა და შვა ძე, და თქვა: ახლა კი შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან სამი ვაჟიშვილი ვუშვი. ამიტომაც უწოდა სახელად ლევი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. რაქელის შური და მხევალთაგან შობილი ძენი (29:34–30:13):

...4–30:13)

ხედავ, რომ ლია სახელებსაც კი არა უბრალოდ და შემთხვევით არქმევდა შობილებს: ძეს „სჳმეონი" უწოდა, რადგან უფალმა ისმინა მისი ვედრება. ეს სახელი ებრაულად ნიშნავს: „მოსმენილი". „და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე და უწოდა სახელი მისი ლევი" (). ამ სიტყვებიდან, მგონია, შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ორი ძის შობითაც ლია ჯერ კიდევ ვერ მოიზიდავდა ქმრის კეთილგანწყობას და ის კვლავ მთლიანად რაქელს იყო მიჯაჭვული. ამიტომ ლია ამბობს: „ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი" — ანუ მესამე ძის შობა, იქნებ, ქმარში ჩემდამი კეთილგანწყობას გააღვიძებს, რადგან აი, სამი ძე უკვე ვუშობე. „და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: აწ უკვე აღუვარო უფალსა. და უწოდა სახელი მისი იუდა" (). რას ნიშნავს: „აწ უკვე აღუვარო უფალსა"? „აღუვარო", ანუ მადლობასა და დიდებას შევსწირავ უფალს იმისთვის, რომ მეოთხე ძეც მომცა, ასეთი დიდი სიმდიდრე მიბოძა: რამდენსაც ხორციელი უსახურობა მაკლებდა ქმრის კეთილგანწყობას, იმდენს ღვთის კაცთმოყვარეობით ბოძებული შვილების შობა მინაზღაურებს, ჩემს ზედმეტ მწუხარებას აფანტებს, მე, სილამაზის ნაკლებობისთვის მოძულებულს, ნუგეშს მცემს და...

სრულად ნახვა