...ქული), ვინაიდან რჯული ჰყავდათ მასწავლებლად და მიუხედავად ამისა, არ გამოსწორდნენ, არამედ იმათ მსგავსად სცოდეს, უფრო მძიმე სასჯელს მიიღებენ. მაგრამ მოვისმინოთ ისიც, რაც დღეს წაკითხულია. „და უწოდა, — ამბობს (მოსე), — ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ევა, ესე იგი, ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა" (). შეხედე, რა ზედმიწევნითობაა საღვთო წერილის (სიტყვებში), როგორ ესეც არ დაუმალა, არამედ გვაუწყა, რომ ადამიანმა ცოლსაც სახელი დაარქვა. „უწოდა, — ამბობს, — სახელი ცოლსა თჳსსა ევა, რაც ნიშნავს — ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა", ესე იგი, ის არის მისგან წარმოსაშობ ყველა ადამიანთა დასაბამი, ფესვი და საფუძველი მომავალი მოდგმისა. შემდეგ, ცოლისთვის სახელის დარქმევის შესახებ რომ გვაუწყა, კვლავ ღვთის სახიერებას გვიჩვენებს, რომ ის თავის მიერ შექმნილთ ყურადღების გარეშე არ ტოვებს, თუმცა ისინი ასეთ სირცხვილსა და შიშველობაში იმყოფებოდნენ. „და უქმნა, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ" (). როგორც გულმოწყალე მამა, რომელსაც კეთილშობილი შვილი ჰყავს, ყოველი მზრუნველობით აღზრდილი, სრული ფუფუნებით მცხოვრები, მშვენიერ სა...
დაბადება 3:2
1. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?2. მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,3. ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.
დაბადება თავი 3