მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 3:21

20. უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.21. გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა.22. თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.
დაბადება თავი 3
21. გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა.
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის განკითხვა და ტყავის სამოსელი (3:20-21):

გუშინ ხომ ნახეთ მსაჯულის კაცთმოყვარეობა? ნახეთ სახიერებით აღსავსე განკითხვა? ნახეთ სასჯელთა განსხვავება — როგორ დაისაჯა მზაკვარი მაცდუნებელი და როგორ მაცდურობის მსხვერპლთათვის დაკისრებულმა სასჯელმა ღვთის დიდი კაცთმოყვარეობა გამოაჩინა? ნახეთ, რა სასარგებლო იყო ჩვენთვის სამსჯავროში თანადასწრება და იმის ნახვა, თუ როგორ მიმდინარეობდა განკითხვა? შეიტყვეთ, თუ რამდენი და რა დიდ სიკეთეთა ადამი და ევა მოაკლდნენ მცნების დარღვევით — ხომ დაკარგეს ის გამოუთქმელი დიდება და ის ცხოვრება, რომელიც ანგელოზურისგან თითქმის არაფრით ჩამოუვარდებოდა. ვნახეთ მეუფის მოწყალება, შევიტყვეთ, რა დიდი ბოროტებაა უზრუნველობა, როგორ გვართმევს იგი იმ სიკეთეებსაც, რომლებითაც უკვე ვსარგებლობდით, და დიდ სირცხვილში გვაგდებს. ამიტომ გემუდარებით, ფხიზლები ვიყოთ და მათი (პირველი ადამიანების) დაცემა სამკურნალოდ მოგვეხმაროს; მათი უზრუნველობა ჩვენთვის სიფრთხილის საბაბი იყოს, რადგან ამის შემდეგ იმავე ცოდვათა ჩამდენი უფრო მძიმე სასჯელს ექვემდებარება, ვინაიდან სხვის მაგალითით გამოსწორება არ ისურვა. მართლაც, შთამომავლები, რომლებიც პირველი ადამიანების მსგავსად სცოდავენ, მათთან თანაბარ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის