მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 30:14

13. თქვა ლეამ: ჩემდა ნეტარებად! რადგან ნეტარად შემრაცხენ ქალები. უწოდა სახელად ვაჟს აშერი.14. გავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები; მოუტანა ლეას, თავის დედას. უთხრა რახელმა ლეას: მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები.15. უთხრა ლეამ: არ გეყო, ქმარი რომ წამართვი? ახლა ჩემი შვილის მანდრაგორებსაც მართმევ? უთხრა რახელმა: კარგი, შენთან დაწვეს ამაღამ, ოღონდ მომეცი შენი შვილის მანდრაგორები.
დაბადება თავი 30
14. გავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები; მოუტანა ლეას, თავის დედას. უთხრა რახელმა ლეას: მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები.
საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მანდრაგორები და იოსების შობა (30:14–24):

ხედავ, რომ ლიაც ისევე ისაკუთრებდა მხევლისგან შობილ შვილებს და თავსაც ნეტარადა და სანატრელად მიიჩნევდა მათი შობის გამო. მაგრამ შეხედე, რა მოჰყვა ამას: როგორ გადადის შურის ვნება ხან ერთ, ხან მეორე მხარეზე და ხან ერთს, ხან მეორეს ტანჯავს. „განვიდა რუბენ დღესა ზაფხულისასა ცხელსა და პოვა ვაშლი მანდრაგორი ველსა ზედა და მოართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ დასა თჳსსა: მომეც მანდრაგორი ძისა შენისანი. და ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არს შენდა, რამეთუ მიმიღე ქმარი ჩემი? და აწ მანდრაგორიცა ძისა ჩემისა მი-ვე-იღო-ა?" (დაბ 30:14–15). ხედავ, როგორ ნათლად ამჟღავნებს ამ სიტყვებით სულის ტკივილს? ვერ გეყო, ამბობს, რომ ქმარი წამართვი? ნუთუ ჩემი შვილის მანდრაგორებსაც წაიღებ? „ჰრქუა მას რაქელ: აჰა ეგერა, შევედინ შენდა ამას ღამესა მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა" — მომეცი, ამბობს, მანდრაგორები და წაიყვანე ქმარი ამ ღამით. ხედავ, იაკობი მთლიანად რაქელის სიყვარულს იყო მიძღვნილი? თუმცა ლიამ ამდენი შვილი უშვა, მაგრამ მისი გული რაქელისკენ იყო მიმართული: თუ ეს ასე არ ყოფილიყო, როგორ აიტანდა ლია დასთან ერთად ცხოვრებას? ქმარზე სრული ძალაუფლების მქონე, იგი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის