..., რა დიდია ზეციური კეთილგანწყობა მის მიმართ, ლაბანს იმას სთხოვს, რაც ბუნების ჩვეულებრივი წესით ან ძნელი იყო, ან სრულიად შეუძლებელი ჩანდა (რადგან იშვიათად ხდება, რომ ცხოველები მრავალფეროვანი ბეწვით იშობიან); სწორედ ამავე მიზეზით ლაბანმა სწრაფად დათანხმდა იაკობის მოთხოვნას და თქვა: „იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!" (). „და განარჩია მას დღესა შინა ვაცები სხურებული და სპეტაკი და ყოველი თხაჲ ნეზჳ ჭრელი და სპეტაკი, და ყოველი-ვე, რომელი იყო თეთრ მათ შორის, და ყოველივე, რომელი იყო ფეროჲ კრავთა შორის, და მისცა მას, ჴელითა ძეთა თჳსთათა. განაშორა გზასა სამისა დღისასა შორის მათსა და შორის იაკობისა" (დაბ 30:35–36). ანუ ფარა იაკობის წინადადების მიხედვით რომ გაყო, ერთი ნაწილი თავის ძეებს ჩააბარა. „და იაკობ ჰმწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა" (). რომლებს? სწორედ იმათ, რომლებსაც ბეწვის ფერში არანაირი ჭრელობა არ ჰქონდათ... და ეს ყველაფერი იმისთვის ხდებოდა, რომ მართალს საკუთარი გამოცდილებით შეეცნო ღვთის მზრუნველობის სიდიადე მის მიმართ, ლაბანსაც ეხილა, რა შეწევნით სარგებლობდა იაკობი ზეციდან. **„ხოლო იაკობ, — ნათქვამია, — მოიღო კუერთხი ბრაწისა და ნიგუზისაჲ და ძელქჳსაჲ ნედლი და გამოქურთნა იგი იაკობ, ნაქრთუ...
დაბადება 30:34
33. ხვალ პასუხს გაგცემს ჩემს მაგივრად ჩემი სიმართლე, როცა გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვალ: ყველა თხა, რომელიც არ იქნება დაწინწკლული და ჭრელი, ან ცხვარი შავი ფერისა, ნაქურდლად ჩამითვალე.34. უთხრა ლაბანმა: კეთილი, აგრე იყოს.35. ცალკე გაიყვანა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნეზვი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის შვილებს ჩააბარა.
დაბადება თავი 30