მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 30:36

35. ცალკე გაიყვანა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნეზვი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის შვილებს ჩააბარა.36. დააგდო ლაბანმა სამი დღის სავალი თავისსა და იაკობს შორის; და მწყესავდა იაკონი ლაბანის დანარჩენ ფარას.37. აიღო იაკობმა ალვისხის, ნუშის და ნეკერჩხლის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გალოპრა, ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდა.
დაბადება თავი 30
36. დააგდო ლაბანმა სამი დღის სავალი თავისსა და იაკობს შორის; და მწყესავდა იაკონი ლაბანის დანარჩენ ფარას.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის სიმშვიდე და ლაბანთან შეთანხმება (30:25–33)

დღეს, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი უნდა გადმოგცეთ, რათა ახლა მოსმენილიდანაც შეიცნოთ ღვთის მზრუნველობა იაკობის მიმართ და თავად მართლის ღვთისმოშიშობაც, და მის სათნოებას მიბაძოთ. უმიზეზოდ არ შეუნახავს სულიწმიდის მადლს ჩვენთვის წერილში ეს ყველა თხრობა — არამედ იმისთვის, რომ სათნოებიან ადამიანთა მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ წაგვეხალისებინა. და მართლაც, როცა ერთის მოთმინებას ვისმენთ, მეორის თავმდაბლობას, მესამის სტუმართმოყვარეობას და თითოეულის დიდ სათნოებას, როცა ვისმენთ, როგორ განდიდდნენ და ამაღლდნენ ყველანი — მაშინ აღვაგზნებთ ჩვენში ამ სათნოებაში შეჯიბრების სურვილს. მაშ, დღეს ამ მართლის შესახებ დანარჩენი თხრობა გადმოვცეთ და ჩვენი საუბარიც ამით დავამთავროთ. „და იყო, — ნათქვამია, — ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ" (დაბ 30:25–26).

შეხედე, რა კეთილგონიერია ეს მართალი კაცი: ღვთის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის