მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 30:40

39. ახურდა ფარა ამ ჯოხებთან და მოიგო ფარამ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები.40. გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და აჭრელებული ჯოხებისკენ უზამდა პირს; მუქი ფერისას ყველას ლაბანის ფარაში სტოვებდა, თავისი პირუტყვი კი ცალკე ჰყავდა და არ აჩერებდა ლაბანის ფარასთან.41. ჯანსაღი ფარის ახურებისასა პირუტყვის თვალწინ ჩაჰყრიდა ხოლმე იაკობი გეჯებში ჯოხებს, რომ ჯოხებთან ახურებულიყვნენ;
დაბადება თავი 30
40. გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და აჭრელებული ჯოხებისკენ უზამდა პირს; მუქი ფერისას ყველას ლაბანის ფარაში სტოვებდა, თავისი პირუტყვი კი ცალკე ჰყავდა და არ აჩერებდა ლაბანის ფარასთან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის განგება ფარის გამრავლებაში (30:34–31:9):

...ის გონებას, რადგან მომხდარი არა ბუნების ჩვეულებრივი წესით ხდებოდა, არამედ ბევრი საოცარი და ბუნებრივ წესს აღმატებული იყო მასში. „ხოლო ტარიგები იგი დაარჩია იაკობ და დაადგინა წინაშე ცხოვართა მათ ვერძი მოსპეტაკე და ყოვლად ჭრელი ტარიგთა შორის და განაშორვა სამწყსო იგი თჳსაგან და არა შერთო იგი ცხოვართა ლაბანისთა" (). რადგან შობილი ცხოველები ყველა სწორედ ისეთი იყო, როგორიც მან თავისთვის განსაზღვრა, ამიტომ გამოარჩევდა მათ და ასე ცალკე ფარას ქმნიდა თავისთვის. „და იყო მას ჟამსა შინა, ოდეს მაკდებიედ ცხოვარნი და მუცლად-იღებდენ, დაასხის იაკობ კუერთხები იგი წინაშე ცხოვართა მათ ისარნებსა შორის წყლის სასხმელსა მას, რათა მუცლად-იღონ მათ კუერთხებისა მის სახედ. და რაჟამს შობედ, არა დაასხის. და იყო უნიშნოჲ იგი ლაბანისაჲ, ხოლო ნიშნოანი იგი იაკობისა. და განმდიდრდა კაცი იგი ფრიად ფრიად" (დაბ 30:41–43). რას ნიშნავს ამ უკანასკნელი სიტყვის განმეორება? გამოხატავს დიდ სიუხვეს — იმას, რომ იაკობი არა მხოლოდ საგრძნობლად, არამედ უაღრესად გამდიდრდა. „და იყო მისი, — ნათქვამია, — საცხოვარი ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები" (). მაგრამ შეხედე, როგორ აღძრა ამან კვლავ შური მართლის მიმართ. **„და ეს...

სრულად ნახვა