...ლა საქციელის ჩემ მიმართ. „რამეთუ მე ვიხილე, — ამბობს, — რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ" — რადგან არა მხოლოდ ჯილდოს მოგტაცა, არამედ აღარც ისე მოგეპყრობა, როგორც ადრე, და თავისი განზრახვებიც შეიცვალა. „მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ" (). უფალს სურს ამგვარად იაკობს ის გაახსენოს, რაც მაშინ აღუთქვა: მეტისმეტად გაგამრავლებ და შენს მიწაზე გაცილებამდე დაგიცავ (დაბ 28:14–15). მე ვარ, ამბობს, ის, ვინც შენ გეჩვენა და აღთქმები მოგცა; მე ახლაც, დრო რომ მოვიდა, აღსრულებამდე მოვიყვან მაშინდელ აღთქმას და გიბრძანებ, უშიშრად დაბრუნდე, რადგან მე შენთან ვიქნები. „მე ვარ ღმერთი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ" (). უფალი იაკობს მის ლოცვასა და აღთქმას ახსენებს. რაში მდგომარეობდა ეს აღთქმა? იმაში, რომ „ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას" (). რადგან იაკობმა ეს აღთქმა მაშინ დადო, როცა არაფერი ჰქონდა და ლტოლვილივით მწირობდა, უფალი ახლა ეუბნება: როცა გეჩვენე, აღთქმა დადე, სთქვი: **„ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათ...
დაბადება 31:13
12. მითხრა: აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწკლულია და ჭრელია. რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.13. მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთი სცხე სვეტს, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი და გადი ამ ქვეყნიდან, დაუბრუნდი შენს სამშობლო ქვეყანას.14. მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
დაბადება თავი 31