მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 31:19

18. წაასხა მთელი თავისი საქონელი, მთელი თავისი მონაგები, თავისი საკუთარი საქონელი, ფადან-არამში რომ მოიგო, რათა მისულიყო ისაკთან, თავის მამასთან ქანაანის ქვეყანაში.19. ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული და რახელმა მოიპარა კერპები, მამამისს რომ ჰქონდა.20. იაკობმა გული მოჰპარა ლაბან არამელს, არ გაუმხილა, რომ გარბოდა მისგან.
დაბადება თავი 31
19. ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული და რახელმა მოიპარა კერპები, მამამისს რომ ჰქონდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის მზრუნველობა ლაბანის დევნისას (31:19–26):

...შისა და ეჭვის გარდა, უფლის ბრძანებას ემორჩილებოდა. ლაბანის არაწმიდა სინდისი რომ იხილა, ახლა უკვე არ დაუწყო, როგორც ადრე, მასთან მოლაპარაკება, არამედ მხოლოდ უფლის ბრძანებას ასრულებდა და, ცოლ-შვილი წაიყვანა რა, გზას დაადგა. „ხოლო ლაბან მივიდოდა რისვად ცხოვართა თჳსთა. და მოიპარნა რაქელ კერპნი მამისა თჳსისანი" (). უმიზეზოდ არ არის ესეც აღნიშნული, არამედ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა: ასულები ჯერ კიდევ მამის ჩვეულებას ინარჩუნებდნენ და კერპების მიმართ დიდი პატივისცემა ჰქონდათ. განსაჯე, მართლაც, რა ზრუნვით გააკეთა ეს — მამას არა სხვა რამ წაართვა, არამედ მხოლოდ კერპები, თანაც ფარულად გააკეთა ქმრისგანაც, რადგან ის, რა თქმა უნდა, არ მისცემდა ამის ნებას. „და დაუმალა იაკობ ლაბანს ასურსა და არა უთხრა, რამეთუ წარივლტის. და წარივლტოდა იგი და ყოველივე მისი. და წიაღჴდა მდინარესა და მიმართა მთასა მას გალადისასა" (დაბ 31:20–21). გთხოვ, აქაც შეამჩნიო ღვთის დიდი განგება — კერძოდ ის, რომ ღმერთმა ლაბანს არ აცნობა იაკობის წასვლა, ვიდრე მართალი უკვე შორს არ იყო. სამი დღის შემდეგ, ნათქვამია, ეს ლაბანისთვის ცნობილი გახდა. „და წარიყუანნა მის თანა ყოველნი ძენი მისნი, ლაბან დევნა-უყო იაკობს გზასა შჳდისა დღისასა და ეწია მას მთასა გალადისასა" (დაბ 31:22–23)....

სრულად ნახვა