...ღო იაკობ ყოველივე მამისა ჩუენისა და მამისა ჩუენისათა მოიგო ყოველი ესე დიდებაჲ"** (). შენიშნე, როგორ მიიყვანს შური უმადურობამდე — არა მხოლოდ ისინი, არამედ თავად ლაბანიც: „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა" (). შვილების სიტყვებმა ლაბანის სულს შფოთი შეჰმატა და აივიწყებინა ის, რაც ადრე იაკობს საუბრისას უთხრა: „მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა" (). ადამიანი, რომელიც უფალს მადლობდა იმისთვის, რომ მართლის მოსვლით მისი სიმდიდრე გაამრავლა, ახლა, შვილების ზეგავლენით აზრები შეიცვალა რა, შურით აინთო და, მართალს დიდ სიუხვეში ხედავდა რა, აღარ სურდა, როგორც ადრე, მასთან მოპყრობა. „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა". ხედავ, რა დიდია მართლის სიმშვიდე და რა დიდი უმადურობაა მათგან; როგორ, შურის დაშრეტისის მცდელობის ნაცვლად, მამის სულიც აღაშფოთეს? შეხედე შემდეგ, რა გამოუთქმელია ღვთის მზრუნველობა, რა მოწყალებას იჩენს, როცა ხედავს, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ. ღმერთი, მათი სიძულვილი მართლის მიმართ რომ იხილა, ია...
დაბადება 31:2
1. გაიგო იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ, ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.2. სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო.3. უთხრა უფალმა იაკობს: დაუბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანას, შენს სამშობლოს, და მეც შენთან ვიქნები.
დაბადება თავი 31