მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 31:32

31. მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: შემეშინდა, ვიფიქრე წამართმევდი შენს ასულებს.32. ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება! ჩვენი სახლიკაცების თვალწინ დაადევი ხელი ყველაფერს, რაც შენია, და წაიღე. არ იცოდა იაკობმა რომ რახელს ჰქონდა მოპარული კერპები.33. შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
დაბადება თავი 31
32. ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება! ჩვენი სახლიკაცების თვალწინ დაადევი ხელი ყველაფერს, რაც შენია, და წაიღე. არ იცოდა იაკობმა რომ რახელს ჰქონდა მოპარული კერპები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სამი ყრმისა და დანიელის მაგალითი (31:26–35):

...31:31). რადგან ვხედავდი, რომ კეთილად არ ხარ განწყობილი ჩემს მიმართ, ამბობს, შემეშინდა, ვაითუ ასულები წამართვა და ჩემი ქონებაც — ყველაფრის მოტაცება მოინდომა, როგორც უკვე აკეთებდი. ამ მიზეზმა და შიშმა ფარულად წამოსვლა მაიძულა. მაგრამ „რომლისა თანა ჰპოვნე ღმერთნი შენნი, არა ცხონდეს წინაშე ძმათა ჩემთა" (). ხედავ, რომ იაკობმა არ იცოდა რაქელის ქურდობის შესახებ, — შეხედე, რა მკაცრ სასჯელს განუსაზღვრავს მქურდს: „რომლისა თანა ჰპოვნე, — ამბობს, — არა ცხონდეს წინაშე ძმათა ჩემთა". არა მხოლოდ მოპარვისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ასეთი ქურდობით საკუთარი ცთომილების აშკარა მტკიცებულება გამოავლინა. „აწ უკუე იცან ყოველი, რაჲ არს შენი ჩემ თანა, და მიიღე" (). გაჩხრიკე, ანუ ნამდვილად მოვიპარე თუ არა რამ ჩემთვის არაკუთვნილი. ვერაფერში ვერ დამადანაშაულებ, გარდა იმისა, რომ ფარულად წამოვედი, და ეს არა ჩემი ნებით გავაკეთე, არამედ შეურაცხყოფის მოლოდინით და შიშით, ვაითუ ასულები და ყველაფერი წამართვა. **„და ვერარაჲ იცნა მის თანა არცა ერთი რაჲ. არა იცოდა იაკობ, რამეთუ რაქელ, ცოლმან მისმან, წარმოიპარნა იგინი. შევიდა ლაბან და აღიხილა სახლი ლიასი და არა პოვა, გამოვიდა სახლისაგან ლიაჲსა... და შევიდა სახ...

სრულად ნახვა