დაბადება 31:34
33. შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.34. აიღო რახელმა კერპები და აქლემის უნაგირქვეშ ამოსდო, თავადაც ზედ დაჯდა. მოჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერაფერი იპოვნა.35. უთხრა რახელმა მამას: ნუ გამირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს. ეძება და ვერ იპოვნა ლაბანმა კერპები.
დაბადება თავი 31