მოისმინე, რას ამბობს: „შევიწვებოდე სიცხითა დღისათა და ნეფხვითა ღამისათა და განყენებულ იყო ძილი თუალთაგან ჩემთა". ხოლო ახლანდელთაგან ვინ შეძლებს თქვას, რომ თავისი ფარის ცხონებისთვის საშინელებებსა და უბედურებებს დაექვემდებარა? ახლანდელთაგან ვერავინ გაბედავს ამის თქმას. მხოლოდ პავლეს, ენათა მსოფლიო მოძღვარს, შეეძლო კადნიერებით ეთქვა ეს, და კიდევ მეტიც. მაგრამ სად, იტყვის ვინმე, გადაიტანა პავლემ ასეთი შრომა? მოისმინე, რას ამბობს: „ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?" (). აი, სამწყემსო სიყვარული! სხვათა დაცემები, ამბობს, ჩემს საკუთარ ტანჯვას აძლიერებს; სხვათა საცდურები ჩემს მწუხარებას ამძაფრებს. მას უნდა მიბაძონ ყველანი, ვისაც სიტყვიერ ცხვართა მწყემსობა ჩააბარეს; და ნუ იქნებიან უარესნი იმაზე, ვინც ასეთი დაუძინებელი მზრუნველობა გამოავლინა უტყვთა მიმართ, თანაც ამდენი წლის განმავლობაში! იქ, თუნდაც უყურადღებობა ყოფილიყო, ზიანი არ იქნებოდა; ხოლო აქ, თუ ერთი სიტყვიერი ცხვარი დაიღუპა ან მხეცმა მოიტაცა — დიდია დანაკარგი, უდიდესი ზიანი,...
დაბადება 31:41
40. დღისით ხვატი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მეკარებოდა.41. ასე გავატარე ოცი წელიწადი შენს სახლში; თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, კიდევ ექვსი წელი შენი ფარისთვის. შენ კი ათგზის შემიცვალე გასამრჯელო.42. ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა რომ არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხომ ხელცარიელს გამისტუმრებდი. ჩემს ტანჯვა-წვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ.
დაბადება თავი 31