მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 31:43

42. ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა რომ არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხომ ხელცარიელს გამისტუმრებდი. ჩემს ტანჯვა-წვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ.43. მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა: ეს ქალები ჩემი ასულებია, ეს ვაჟები ჩემი ვაჟებია; ეს ფარა ჩემი ფარაა; რასაც აქ ხედავ, ყველაფერი ჩემია. რა ვუყო ახლა ამათ ან ამ ვაჟებს, რომელნიც მათ შობეს?44. მოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენს შორის.
დაბადება თავი 31
43. მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა: ეს ქალები ჩემი ასულებია, ეს ვაჟები ჩემი ვაჟებია; ეს ფარა ჩემი ფარაა; რასაც აქ ხედავ, ყველაფერი ჩემია. რა ვუყო ახლა ამათ ან ამ ვაჟებს, რომელნიც მათ შობეს?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. სულიერ მწყემსთა მოვალეობა (31:41–44):

...თი გულისყურით მისდევდა მართალს, ისეთ შიშში ვარდება, რომ მისგან კავშირს ეძებს. „მიუგო ლაბან და ჰრქუა იაკობს: ასულნი ესე — ასულნი ჩემნი და ძენი ესე — ძენი ჩემნი და საცხოვარი ესე — საცხოვარი ჩემი. და ყოველსა ამას რომელსა ჰხედავ, ჩემი არს, და ასულთა ამათ ჩემთათჳს რაჲ ვჰყო დღეს, ანუ შვილთა მათთა, რომელნი შვენ?" (). ვიცი, ამბობს, რომ ასულებიც ჩემია და ყველაფერი, რაც გაქვს, ჩემი ქონებიდან გადმოვიდა: მაშ, რა შემიძლია მათთვის ან მათი შვილებისთვის გავაკეთო? „აწ მოვედ და აღვითქუათ აღთქუმაჲ მე და შენ და იყოს საწამებელ შორის შენსა და ჩემსა" (). დავდოთ, ამბობს, ხელშეკრულება და „იყოს საწამებელ შორის შენსა და ჩემსა", ანუ მტკიცებულებად. „და ჰრქუა მას": თუ ვინმე ჩვენს მიერ ახლა დადგენილს დარღვევას გაბედავს, „აჰა ესერა, არა ვინ არს ჩუენ თანა, აჰა ესერა, ღმერთი არს მოწამე შორის შენსა და ჩემსა".

8. ლაბანის აღთქმა და ღვთისშემეცნებისკენ სვლა (31:45–55)

შენიშნე, როგორ ნელ-ნელა მოდის ლაბანი ღვთისშემეცნებამდეც. ის, ვინც ახლახან კერპების მოპარვაში ადანაშაულებდა მართალს და მათთვის ასეთ ჩხრეკას აწყობდა, ახლა ეუბნება: რადგან ჩვენთან არავინ არის, ვინც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ხელშეკრულების...

სრულად ნახვა