მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 31:45

44. მოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენს შორის.45. აიღო იაკობმა ქვა და აღმართა სვეტად.46. უთხრა იაკობმა თავის სახლიკაცებს: მოაგროვეთ ქვები. მათაც მოიტანეს ქვები და გორა დააყენეს. ჭამეს იქ, იმ გორაზე.
დაბადება თავი 31
45. აიღო იაკობმა ქვა და აღმართა სვეტად.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. ლაბანის აღთქმა და ღვთისშემეცნებისკენ სვლა (31:45–55):

შენიშნე, როგორ ნელ-ნელა მოდის ლაბანი ღვთისშემეცნებამდეც. ის, ვინც ახლახან კერპების მოპარვაში ადანაშაულებდა მართალს და მათთვის ასეთ ჩხრეკას აწყობდა, ახლა ეუბნება: რადგან ჩვენთან არავინ არის, ვინც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ხელშეკრულების მოწმობას შეძლოს, „ღმერთი არს მოწამე შორის შენსა და ჩემსა": ის აქ არის, ის ყოვლისმხედველია, ვისგანაც ვერაფერი დაიმალება, ვინც ყველას განზრახვას იცის. „და მოიღო, — ამბობს, — იაკობ ლოდი და აღდგა იგი ძეგლად... და აღდგეს ბორცუსა. და ჭამეს ბორცუსა მის თანა". შემდეგ „ჰრქუა ლაბან იაკობს: ბორცჳ ესე მოწამე არს შორის ჩემსა და შენსა" (დაბ 31:45–46). რას ნიშნავს: „ბორცჳ ესე"? ნიშნავს: სიტყვები, ამ ბორცვზე ნათქვამი, მუდამ სახსოვარი იყოს ჩვენთვის. „და უწოდა მას ლაბან ბორცუ წამებისაჲ" (); შემდეგ ამბობს: „იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა" (). შეხედე, როგორ მიმართავს ლაბანი კვლავ ღვთის სამსჯავროს. ამბობს: „იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა, რამეთუ განვეშორებით", — ახლა, ამბობს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის