მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 31:47

46. უთხრა იაკობმა თავის სახლიკაცებს: მოაგროვეთ ქვები. მათაც მოიტანეს ქვები და გორა დააყენეს. ჭამეს იქ, იმ გორაზე.47. უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა (გორა მოწმობისა). ხოლო იაკობმა უწოდა გალაადი (გორა მოწმობისა).48. თქვა ლაბანმა. ეს გორა იყოს მოწმედ დღეს ჩვენს შორის; ამიტომ ეწოდა სახელად გალაადი
დაბადება თავი 31
47. უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა (გორა მოწმობისა). ხოლო იაკობმა უწოდა გალაადი (გორა მოწმობისა).

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. ლაბანის აღთქმა და ღვთისშემეცნებისკენ სვლა (31:45–55):

...ბ ლოდი და აღდგა იგი ძეგლად... და აღდგეს ბორცუსა. და ჭამეს ბორცუსა მის თანა"**. შემდეგ „ჰრქუა ლაბან იაკობს: ბორცჳ ესე მოწამე არს შორის ჩემსა და შენსა" (დაბ 31:45–46). რას ნიშნავს: „ბორცჳ ესე"? ნიშნავს: სიტყვები, ამ ბორცვზე ნათქვამი, მუდამ სახსოვარი იყოს ჩვენთვის. „და უწოდა მას ლაბან ბორცუ წამებისაჲ" (); შემდეგ ამბობს: „იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა" (). შეხედე, როგორ მიმართავს ლაბანი კვლავ ღვთის სამსჯავროს. ამბობს: „იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა, რამეთუ განვეშორებით", — ახლა, ამბობს, განვიყრებით; შენ შენს მიწაზე წადი, მე კი სახლში დავბრუნდები. „უკუეთუ დაამდაბლნე ასულნი ჩემნი, უკუეთუ ისხნე ცოლნი სხუანი ასულთა ჩემთა ზედა, იხილე, არა ვინ არს მოწამე თჳნიერ ღმრთისა, რომელი დგას და ხედავს" (). შენიშნე, როგორ ერთხელაც, ორჯერაც და მრავალჯერაც ლაბანი ღმერთს იხმობს მოწმედ. ღვთის განგებამ იაკობის მიმართ ლაბანს შეაგნებინა, რა დიდია უფლის ძალა და როგორ არის შეუძლებელი დაუძინებელი თვალისგან დამალვა. ამიტომ ამბობს: თუმცა განვიყრებით, თუმცა სხვა მოწმე არავინ არის, მაგრამ მოწმე თავად ყოვლისმყოფი იქნება; ამგვარად, ყოველი სიტ...

სრულად ნახვა