...ბორცჳ ესე მოწამე არს შორის ჩემსა და შენსა"** (დაბ 31:45–46). რას ნიშნავს: „ბორცჳ ესე"? ნიშნავს: სიტყვები, ამ ბორცვზე ნათქვამი, მუდამ სახსოვარი იყოს ჩვენთვის. „და უწოდა მას ლაბან ბორცუ წამებისაჲ" (); შემდეგ ამბობს: „იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა" (). შეხედე, როგორ მიმართავს ლაბანი კვლავ ღვთის სამსჯავროს. ამბობს: „იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა, რამეთუ განვეშორებით", — ახლა, ამბობს, განვიყრებით; შენ შენს მიწაზე წადი, მე კი სახლში დავბრუნდები. „უკუეთუ დაამდაბლნე ასულნი ჩემნი, უკუეთუ ისხნე ცოლნი სხუანი ასულთა ჩემთა ზედა, იხილე, არა ვინ არს მოწამე თჳნიერ ღმრთისა, რომელი დგას და ხედავს" (). შენიშნე, როგორ ერთხელაც, ორჯერაც და მრავალჯერაც ლაბანი ღმერთს იხმობს მოწმედ. ღვთის განგებამ იაკობის მიმართ ლაბანს შეაგნებინა, რა დიდია უფლის ძალა და როგორ არის შეუძლებელი დაუძინებელი თვალისგან დამალვა. ამიტომ ამბობს: თუმცა განვიყრებით, თუმცა სხვა მოწმე არავინ არის, მაგრამ მოწმე თავად ყოვლისმყოფი იქნება; ამგვარად, ყოველი სიტყვით გამოხატავს იმას, რომ არსებობს ქვეყნიერების უფალი. **„და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა, ბორცჳ ესე და ძეგლი, რომ...
დაბადება 31:49
48. თქვა ლაბანმა. ეს გორა იყოს მოწმედ დღეს ჩვენს შორის; ამიტომ ეწოდა სახელად გალაადი49. და მიცფა, რადგან თქვა: თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს თვალით ვეღარ ვნახავთო.50. თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს ან თუ სხვა ცოლებს დაისვამ მათ გვერდით, იცოდე, რომც არავინ იყოს ჩემთან, ღმერთია ჩვენი მოწმე.
დაბადება თავი 31