...ის სამსჯავროს. ამბობს: „იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა, რამეთუ განვეშორებით", — ახლა, ამბობს, განვიყრებით; შენ შენს მიწაზე წადი, მე კი სახლში დავბრუნდები. „უკუეთუ დაამდაბლნე ასულნი ჩემნი, უკუეთუ ისხნე ცოლნი სხუანი ასულთა ჩემთა ზედა, იხილე, არა ვინ არს მოწამე თჳნიერ ღმრთისა, რომელი დგას და ხედავს" (). შენიშნე, როგორ ერთხელაც, ორჯერაც და მრავალჯერაც ლაბანი ღმერთს იხმობს მოწმედ. ღვთის განგებამ იაკობის მიმართ ლაბანს შეაგნებინა, რა დიდია უფლის ძალა და როგორ არის შეუძლებელი დაუძინებელი თვალისგან დამალვა. ამიტომ ამბობს: თუმცა განვიყრებით, თუმცა სხვა მოწმე არავინ არის, მაგრამ მოწმე თავად ყოვლისმყოფი იქნება; ამგვარად, ყოველი სიტყვით გამოხატავს იმას, რომ არსებობს ქვეყნიერების უფალი. „და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა, ბორცჳ ესე და ძეგლი, რომელი დავაფუძენით შორის ჩემსა და შორის შენსა" (). შემდეგ კვლავ ლაბანი ამბობს: „იყოს მოწამედ ბორცჳ და მოწამედ ძეგლი, რამეთუ არცა მე წიაღ-მოვიდე ძეგლსა ამას, და ნურ-ცა შენ წიაღმოხვალ ჩემდა ბორცუსა ამას და ძეგლსა ბოროტებით. ღმერთმან აბრაჰამისმან და ღმერთმან ნაქორისმან საჯენ შორის ჩუენსა" (დაბ 31:52–53). შენიშნე, როგორ მამის შემდეგ პაპის სახელიც დაუმატა,...
დაბადება 31:5
4. გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, ფარასთან.5. უთხრა მათ: სახეზე შევატყვე მამათქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემს მიმართ, როგორიც ადრე იყო. მაგრამ მამაჩემის ღმერთი თან მახლავს მე.6. თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურისთვის.
დაბადება თავი 31