მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 31:51

50. თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს ან თუ სხვა ცოლებს დაისვამ მათ გვერდით, იცოდე, რომც არავინ იყოს ჩემთან, ღმერთია ჩვენი მოწმე.51. უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა, ეს გორა და ეს სვეტი, რომელნიც აღვმართე ჩვენს შორის.52. მოწმე იყოს ეს გორა, მოწმე იყოს ეს სვეტი, რომ არც მე გადმოვლახავ შენსკენ ამ გორას და არც შენ გადმოლახავ ჩემსკენ ამ გორას და ამ სვეტს საბოროტოდ.
დაბადება თავი 31
51. უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა, ეს გორა და ეს სვეტი, რომელნიც აღვმართე ჩვენს შორის.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის სიმშვიდე და ლაბანთან შეთანხმება (30:25–33)

დღეს, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი უნდა გადმოგცეთ, რათა ახლა მოსმენილიდანაც შეიცნოთ ღვთის მზრუნველობა იაკობის მიმართ და თავად მართლის ღვთისმოშიშობაც, და მის სათნოებას მიბაძოთ. უმიზეზოდ არ შეუნახავს სულიწმიდის მადლს ჩვენთვის წერილში ეს ყველა თხრობა — არამედ იმისთვის, რომ სათნოებიან ადამიანთა მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ წაგვეხალისებინა. და მართლაც, როცა ერთის მოთმინებას ვისმენთ, მეორის თავმდაბლობას, მესამის სტუმართმოყვარეობას და თითოეულის დიდ სათნოებას, როცა ვისმენთ, როგორ განდიდდნენ და ამაღლდნენ ყველანი — მაშინ აღვაგზნებთ ჩვენში ამ სათნოებაში შეჯიბრების სურვილს. მაშ, დღეს ამ მართლის შესახებ დანარჩენი თხრობა გადმოვცეთ და ჩვენი საუბარიც ამით დავამთავროთ. „და იყო, — ნათქვამია, — ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ" (დაბ 30:25–26).

შეხედე, რა კეთილგონიერია ეს მართალი კაცი: ღვთის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის