...ხოვნითა და ასეთი ლოცვით რომ მიმართავდა უფალს, თავის მხრივაც საჭირო ზომებს მიმართავდა. აიღო, ნათქვამია, ძღვნად მისი ქონებიდან, გაუგზავნა ძმას, გაანაწილა საგზავნელი და დაარიგა, თუ როგორ უნდა მოელაპარაკონ ძმასა და აცნობონ მისი მოსვლის ამბავი. „და არქუთ, — ამბობს, — აჰა, მონა შენი იაკობ მოვალს შედგომად ჩუენსა" (), რათა ჯერ კეთილგანწყობა მოიპოვოს და მერე პირადად შეხვდეს. „რამეთუ თქუა, — ნათქვამია, — მოვამშჳდო ძღუენითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემიწყნაროს. და წინა უძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისა" (დაბ 32:20–21). აქ კვლავ შენიშნე ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა და ის, რომ მუდამ გარემოებებთან შეწყობილად ავლენს თავის განგებას. ლაბანის შემთხვევაში, როცა მართალი ჯერ კიდევ ვერაფერს ხვდებოდა და არ იცოდა, რომ ლაბანი, ფარულად წასვლის შურისძიებით, მრისხანებით აპირებდა თავდასხმას, — ღმერთი ლაბანს ეცხადება, რისხვის ალს აკავებს და უბრძანებს, სიტყვითაც კი არ შეურაცხყოს იაკობი: „ნუ ეტყჳ, — ამბობს, — იაკობს ბოროტსა"; და ეს თავად ლაბანის პირით მართალს აუწყა, რათა ასეთი დიდი განგების ცოდნამ კიდევ უფრო სულის სიმხნევე მიანიჭოს. ახლა კი, როცა ძმა დიდი დროის გასვლის გამო დამშვიდდა და რისხვისა და უკმა...
დაბადება 32:2
1. იაკობიც წავიდა თავის გზაზე და შემოხვდნენ ღვთის ანგელოზები.2. თქვა იაკობმა მათ დანახვაზე: ეს ღვთის ბანაკია; და უწოდა სახელად ამ ადგილს მახანაიმი (ორბანაკი).3. იაკობმა გაგზავნა მაცნენი ესავთან, თავის ძმასთან, სეყირის ქვეყანაში, ედომის ველისკენ.
დაბადება თავი 32