შენიშნე მართლის ღვთისმოყვარე გრძნობა და ღრმა მადლიერება — როგორ სხვა არაფერს ითხოვს უფლისგან, გარდა თავადვე მიცემული აღთქმების აღსრულებისა. უწინდელი წყალობისთვის ღმერთს მადლობას სწირავს, აღიარებს, რომ სიშიშვლიდან და სიღარიბიდან ასეთ კეთილდღეობამდე მოიყვანა, და ახლა ევედრება საფრთხისგან გათავისუფლებას. „შენ სთქუ, — ამბობს, — ვყო ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხების". ასეთი თხოვნითა და ასეთი ლოცვით რომ მიმართავდა უფალს, თავის მხრივაც საჭირო ზომებს მიმართავდა. აიღო, ნათქვამია, ძღვნად მისი ქონებიდან, გაუგზავნა ძმას, გაანაწილა საგზავნელი და დაარიგა, თუ როგორ უნდა მოელაპარაკონ ძმასა და აცნობონ მისი მოსვლის ამბავი. „და არქუთ, — ამბობს, — აჰა, მონა შენი იაკობ მოვალს შედგომად ჩუენსა" (), რათა ჯერ კეთილგანწყობა მოიპოვოს და მერე პირადად შეხვდეს. „რამეთუ თქუა, — ნათქვამია, — მოვამშჳდო ძღუენითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემიწყნაროს. და წინა უძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისა" (დაბ 32:20–21). აქ კვლავ შენიშნე ღვთის...
დაბადება 32:20
19. დააბარა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც ჯოგებს გააყოლა, ასე უთხარითო ესავს შეხვედრისას.20. უთხარით: აგერ, შენი მორჩილი იაკობი უკან მოგყვება-თქო. რადგან იფიქრა, გულს მოვუგებ წინ წაძღვანებული ძღვენით; მერე კი სახეზე შევხედავ, იქნება შემიწყალოსო.21. ჩაიარა მის წინ ამ ძღვენმა, ხოლო თავად ის ღამე ბანაკში გაათია.
დაბადება თავი 32