მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 32:29

28. უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.29. ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა.30. უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი.
დაბადება თავი 32
29. ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის ხილვა და განკაცების წინასახე (32:29–33:4):

...მიიღე, ღმერთთანაც კი რომ შეძელი ბრძოლა, მით უფრო სძლევ ადამიანებსა და უძლეველი გახდები.

3. ღვთის ხილვა და განკაცების წინასახე (32:29–33:4)

ამის მოსმენით შეძრულმა, მასთან მოსაუბრის სიდიადით განცვიფრებულმა მართალმა თქვა: „რაჲ არს სახელი შენი? და მან ჰრქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და აკურთხა იგი" (). შენთვის საზღვრებში დარჩი, ამბობს, და ზომას ნუ გასცდები. ჩემგან კურთხევის მიღება გინდა? აჰა, კურთხევას გაძლევ. „და აკურთხა იგი. და უწოდა იაკობ ადგილსა მას «ხილვაჲ ღმრთისაჲ», რამეთუ «ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი»" (დაბ 32:29–30). ხედავ, რა კადნიერება მიიღო ხილვისგან! „ცხოვნდა, — ამბობს, — სული ჩემი", — თითქოს შიშით მომაკვდავი სული იყო. რადგან ღვთის პირისპირ ხილვას ეღირსა, „ცხოვნდა სული ჩემი. და აღმოუჴდა მას მზე. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ" (დაბ 32:30–31). ხედავ, როგორ უფალი, ადამიანის სისუსტისადმი შემწყნარებლობით, ყველაფერს ისე ქმნის და განაგებს, რომ თავისი კაცთმოყვარეობა გამოავლინოს? და ნუ გაგიკვირდება, საყვარელო, ასეთი დიდი მოწყალება: გაიხსენე, რომ მართალ მამამთავარსაც, მუხასთან ჯდომისას, ღმერთი ადამიანის სახით, მწირის სახით, ანგელოზებთან ერთად ეცხადა და თავიდანვე გვამცნობდა, რომ ოდესღაც...

სრულად ნახვა