მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 32:7

6. მობრუნდნენ მაცნენი იაკობთან და უთხრეს: ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც მოდის ოთხასი კაცით შენს შესახვედრად.7. იაკობი დიდად შეშინდა და შეშფოთდა. გაჰყო ხალხი, თან რომ ახლდა, ცხვარ-ძროხა და აქლემები, ორ ბანაკად.8. და თქვა: თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს და დაარბევს, მეორე ბანაკი ხომ გადამირჩება.
დაბადება თავი 32
7. იაკობი დიდად შეშინდა და შეშფოთდა. გაჰყო ხალხი, თან რომ ახლდა, ცხვარ-ძროხა და აქლემები, ორ ბანაკად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის შიში ესავის წინაშე და ლოცვა ღვთისადმი (32:1–12):

...და და ოთხასნი კაცნი მის თანა"** (). აი, ამანაც კიდევ უფრო გაუძლიერა შიში მართალს. ძმის განზრახვა ზუსტად რომ არ იცოდა და მის თანმხლებ ხალხის სიმრავლე შეიტყო, შეეშინდა — იფიქრა, ნუთუ საომრად მოემზადა და ასე აპირებს შეხვედრას? „ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და უღონოებად" (). შიშმა აღელვა მისი სული; არ იცოდა, რა ექნა, და დიდ გაჭირვებაში ჩავარდა. ამიტომ, შიშით გარემოცულმა და თვალწინ სიკვდილის მხილველმა, თანმყოლი ხალხი „ორად ბანაკად" გაყო და თქვა: „უკუეთუ მოვიდეს და ბანაკი ესე ერთი მოსრას, განერეს მეორე იგი ბანაკი საცხორებელად" (დაბ 32:7–8). აი, რა ჩააგონა მას შიშმა და ძლიერმა შეშფოთებამ. ბადეში გახლართულივით რომ ხედავდა თავს, მიმართა უძლეველ უფალსა და ყოვლის ღმერთს შეევედრა, მისთვის მიცემული აღთქმების აღსრულება ეთხოვა, თითქოს ასე ამბობდა: ახლაა ის დრო, როცა წინაპართა სათნოებისთვისაცა და შენ თავად ბოძებული აღთქმისთვისაც ღირსი გავხდე შენი სრული შეწევნის მიღებისა. „და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, შენ, — ამბობს, — უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა" (). შენ, ამბობს, უცხო ქვეყნიდან გამომიხმე...

სრულად ნახვა