მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 32:9

8. და თქვა: თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს და დაარბევს, მეორე ბანაკი ხომ გადამირჩება.9. თქვა იაკობმა: ჩემი მამის, აბრაამის, ღმერთო! ჩემი მამის, ისაკის, ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო.10. ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.
დაბადება თავი 32
9. თქვა იაკობმა: ჩემი მამის, აბრაამის, ღმერთო! ჩემი მამის, ისაკის, ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის შიში ესავის წინაშე და ლოცვა ღვთისადმი (32:1–12):

...ების აღსრულება ეთხოვა, თითქოს ასე ამბობდა: ახლაა ის დრო, როცა წინაპართა სათნოებისთვისაცა და შენ თავად ბოძებული აღთქმისთვისაც ღირსი გავხდე შენი სრული შეწევნის მიღებისა. „და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, შენ, — ამბობს, — უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა" (). შენ, ამბობს, უცხო ქვეყნიდან გამომიხმე და მამისა და სამშობლოსკენ მაბრუნე: „კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა" (). გამოავლინე, ამბობს, ამ დროისთვის შესაფერისი შეწევნა; ვისაც დღემდე ასეთი დიდი მზრუნველობა გამოუჩენია ჩემდამი, ახლაც ძალგიძს მომავალი საფრთხეებიდან გამომიყვანო. მახსოვს, რომ „ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას, და აწ ესერა", შენი ჩემდამი განგების წყალობით, ვინც ოდესღაც მხოლოდ ერთი კვერთხი მქონდა უცხო ქვეყანაში წასვლისას, „აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად" (). მაშ, შენ, უფალო, ვინც ასეთი წარმატება მიბოძე, ჩემი საბადებელი ასე გაამრავლე, **„განმარინე მე ჴელთაგან მისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან, ნუუკუე მოვიდეს და მომკლას მე და დედანი შვილთა ზე...

სრულად ნახვა