მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 33:5

4. სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორთავენი.5. აიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები უთხრა: შენი რა არიან ესენი? უთხრა: შვილები ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს.6. ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებითურ და თაყვანი სცეს.
დაბადება თავი 33
5. აიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები უთხრა: შენი რა არიან ესენი? უთხრა: შვილები ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს.
საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ძმათა შერიგება და იაკობის თავმდაბლობა (33:5–17):

შეხედე, რა განგება ღვთისა! რასაც გუშინ ვამბობდი, ახლაც იმას ვიტყვი: როცა ყოვლისმპყრობელს სურს ჩვენდამი თავისი მზრუნველობის გამოჩენა, ჩვენს მტრებსაც კი ცხვრებზე მშვიდებს ხდის. შენიშნე, რა ცვლილება გამოავლინა ესავმა. „მირბიოდა, — ნათქვამია, — შემთხუევად მისა, მოეხჳა და ამბორს-უყო; და ტიროდეს ორნივე". ბოლოს, მართალმა თავისუფლად ამოისუნთქა, შიში მოიშორა და, შეშფოთებისგან განთავისუფლებულმა, გამბედაობა მოიკრიბა. „და მიხედა და იხილნა ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ გეყვიან ესენი?" (). ძმის მრავალრიცხოვანი ოჯახი რომ იხილა, გაოცდა და გაკვირვებული შეკითხვა დასვა. რა მიუგო მართალმა? „ყრმანი ესე, — ამბობს, — რომელ მე შემიწყალა ღმერთმან, მონაჲ შენი" (). შეხედე, რარიგ დიდი ძალა ჰქონდა მის სიმშვიდესა და როგორ თავმდაბლობით, თვით სიტყვებშიც, ძმის რისხვას ამშვიდებდა. „და მოეახლნეს მჴევალნი და ყრმანი მათნი და თაყუანის-სცეს; და ლია და რაქელ... და ჰრქუა ესავ: შენი არსა ყოველნი ესე ბანაკები, რომელ შემემთხჳა? და მან მიუგო მას: რათა პოვოს მადლი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის