...აფრისთვის მზადყოფნისკენ, სანამ სიღრმის ფსკერამდე ჩაიტანს. და შენიშნე: მოხუცი იაკობი ამას ისმენს და დუმს, ჩვეული სიმშვიდით არაფერს ამბობს და მოთმინებით იტანს თავის ასულზე ძალადობას. მაგრამ იაკობის ძეებმა „მიუგეს სჳქემს და ემორს, მამასა მისსა, ზაკჳთ, — როგორც ნათქვამია წერილში, — რამეთუ შეაგინა დაჲ იგი მათი" (). შეხედე, როგორ ექვემდებარება ერთის გარყვნილების გამო მთელი ქალაქის მცხოვრებნი უბედურებას. როგორც ცეცხლის ალი რომ დაიკიდოს, ახლომყოფნიც საფრთხის წინაშე დგებიან, რადგან ცეცხლი ყველაფერს შთანთქავს, — ასევე ახლაც ახალგაზრდობის გარყვნილება არა მხოლოდ მამას, არამედ ქალაქის ყველა მცხოვრებს ღუპავს. რა იზამეს იაკობის ძეებმა? მზაკვრულად უპასუხეს. ეს ყურადღების ღირსია; დაინახავთ, როგორ სტკიოდათ გული დისთვის. „ეტყოდეს მათ, — ნათქვამია, — სჳმეონ და ლევი, ძმანი დინასნი, ძენი ლიასნი: ვერ ჴელ-გეწიფების სიტყუაჲ ეგე, მიცემად დაჲ ჩუენი კაცსა წინა-დაუცუეთელსა... უკეთუ წინა-დაიცვითოს ყოველმან წულმან თქუენმან, მაშინ მიგცნეთ ასულნი ჩუენნი თქუენ და ასულნი თქუენნი მივიყუანნეთ ჩუენდა... და ვიყოთ ვითარცა ერთი ნათესავი" (დაბ 34:14–16). ასეთი წინადადება გარეგნულად მისაღები და შესაფერისი იყო, მაგრამ „ზაკჳთ" იყო გაკეთებული, როგორც წერილი ამბობს; და...
დაბადება 34:13
12. დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, მოგცემთ, რასაც მომთხოვთ; ოღონდ მომეცით ცოლად ეს ყმაწვილი ქალი.13. მიუგეს იაკობის ვაჟებმა შექემს და მის მამას, ხამორს, და მზაკვრულად ელაპარაკნენ, რადგან შეურაცხყო შექემმა დინა, მათი და.14. უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინდაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის.
დაბადება თავი 34