მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 34:17

16. ჩვენს ქალებს მოგათხოვებთ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს. თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთ ხალხად ვიქცევით.17. თუ წინდაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ.18. მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
დაბადება თავი 34
17. თუ წინდაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სიმეონისა და ლევის შურისძიება სიქემზე (34:13–31):

...აშინ მიგცნეთ ასულნი ჩუენნი თქუენ და ასულნი თქუენნი მივიყუანნეთ ჩუენდა... და ვიყოთ ვითარცა ერთი ნათესავი"** (დაბ 34:14–16). ასეთი წინადადება გარეგნულად მისაღები და შესაფერისი იყო, მაგრამ „ზაკჳთ" იყო გაკეთებული, როგორც წერილი ამბობს; და თუ ამას არ იქმთ, ნათქვამია: „წარვიყუანნეთ ასულნი ჩუენნი და წარვიდეთ" (). ამას სიმეონი და ლევი სთავაზობდნენ, იმ ადგილის ყველა მცხოვრების მოკვლის ჩანაფიქრით. ხოლო მათ, თავიანთ მიზანს — ქალწულის მიღებას ესწრაფოდნენ რა, ნათქვამი მიიღეს და ამ წინადადებას დაეთანხმნენ: „და სთნდეს სიტყუანი წინაშე ემორისა და წინაშე სჳქემისა, ძისა ემორისა. და არღარა ყოვნა ჭაბუკმან მან ყოფად საქმისა ამის, რამეთუ ტრფიალ იყო ასულისა იაკობისა" (დაბ 34:18–19), ანუ მთლიანად ქალწულისადმი ვნებას მისცა თავი. თავისი ქალაქის კარიბჭესთან მოსულმა ძესთან ერთად მამამ ქალაქის მცხოვრებლებს მიმართა და ყველას იაკობის ძეთა წინადადების თანახმად წინადაცვეთის მიღება ურჩია (). მცხოვრებლებმა მაშინვე შეასრულეს ემორისა და სიქემის სიტყვა და ყველამ ერთად წინადაცვეთის ნიშანი დაისვა სხეულზე. ხოლო სიმეონმა და ლევიმ, ამის შეტყობისთანავე, გადაწყვიტეს თავიანთი ჩანაფიქრი ასრულებაში მოეყვანათ. **„მოიღეს, — ნათ...

სრულად ნახვა