...უბნებოდა, რაც მას მოხიბლავდა და დაიჭერდა. და მამას ეუბნება: „მომგუარე მე ყრმაჲ ესე ცოლად" (). იაკობმა გაიგო მომხდარი და ის მოთმინებით იტანდა, ელოდებოდა დინას ძმების მოსვლას, რომლებიც ფარებს მწყემსავდნენ. „და დაიდუმა, — ნათქვამია, — იაკობ ვიდრე მოსლვადმდე მათა" (). როცა ემორი მოვიდა იაკობთან, მოვიდნენ დინას ძმებიც, და თავიანთი დის ამბავი რომ გაიგეს, „შეწუხნეს" (). რას ნიშნავს „შეწუხნეს"? შეწუხდნენ, აუტანლად მიაჩნდათ, სრულიად მოუთმენლად, და ეს იყო მათი მწუხარების მიზეზი. „რამეთუ სარცხჳნელ იქმნა ისრაჱლსა შორის, ვითარმედ დაწვა ასულისა თანა იაკობისა, და არა ეგრე იყოს" (). ხედავ იაკობის შვილების სიწმიდეს? ისინი ამ საქმეს უდიდეს შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ. ხედავ, როგორ ზრდიდა მართალი შვილებს სათნოებისთვის; სიქემი კი, ემორის ძე, თავისი გულისწადილის აღსრულებით, მამისა და მთელი ქალაქის დაღუპვის მიზეზი გახდა? მაგრამ ჯერ მოვისმინოთ, რას ეუბნება ემორი; შემდეგ კი გაიგებთ დინას ძმების მზაკვრობას, როგორ ცდილობდნენ თავიანთი დის შეურაცხყოფისთვის შური ეძიათ. **„ეტყოდა მათ ემორ და ჰრქუა: ძემან ჩემმან, სჳქემ...
დაბადება 34:5
4. უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი.5. გაიგო იაკობმა, რომ შეურაცხყო შექემმა დინა, მისი ასული, მაგრამ ვაჟიშვილები ცხვარში ჰყავდა და გაჩუმდა იაკობი მათ მოსვლამდე.6. გამოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
დაბადება თავი 34