...ა მას ზედა შესაწირავი და დაასხა მას ზედა ზეთი. და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ"** (დაბ 35:14–15). შეხედე, როგორ ეს მართალი ყოველთვის ადგილების სახელდებით მოვლენათა ხსოვნას უკვდავჰყოფს, რათა მომდევნო თაობებისთვისაც ცნობილი ყოფილიყო, რაც აქ მართალს გამოეცხადა. „და მიეახლა ქაბრათად მისლვად ქუეყანად ეფრათად" (). მართალი ისევ შორს წავიდა, რომ ნელ-ნელა იმ ადგილს მისწვდომოდეს, სადაც ისაკი ცხოვრობდა. შემდეგ, „შვა რაქელ. და შობასა მისსა ძნიად შობდა. და იყო ფიცხლად შობასა მისსა. ჰრქუა მას ყრმისა აღმქმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძე გესვა შენ" (დაბ 35:16–17). ნუ დაეცემი სულით, ეუბნება, ძეს შობ; თუმცა ტკივილები გტანჯავს, მაგრამ მაინც ძე გეყოლება. „და იყო აღმოსლვასა ოდენ სულისა მისისასა. რამეთუ მოკუდებოდა, უწოდა სახელი მისი „ძე სალმობისა ჩემისა". ხოლო მამამან უწოდა მას ბენიამენ" (). დედამ ბავშვს თავის თავზე მომხდარი ამბის მიხედვით სახელი დაარქვა, მამამ კი ბენიამინი უწოდა. რაქელმა ძის შობის შემდეგ „მოკუდა, — ნათქვამია, — და დავფლა გზასა ზედა ცხენთ სარბიელსა ეფრათას, ესე იგი არს ბეთლემი. და აღმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა" (დაბ 35:19–20). რაქელის გარდაცვალებით გამოწვე...
დაბადება 35:16
15. უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.16. დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რახელმა. მძიმე ჰქონდა მშობიარობა.17. როცა უძნელდებოდა მშობიარობა, უთხრა რახელს ბებიაქალმა: ნუ გეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლება.
დაბადება თავი 35