მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 35:22

21. გაემგზავრა აქედან ისრაელი და გაშალა კარავი გედერის გოდლის უკან.22. ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან, და გაიგო ეს ისრაელმა.23. ლეას ძენი იყვნენ: რეუბენი - იაკობის პირმშო, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი.
დაბადება თავი 35
22. ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან, და გაიგო ეს ისრაელმა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. რაქელის გარდაცვალება, რუბენის ცოდვა და ისაკის სიკვდილი (35:14–37:1):

...19–20). რაქელის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას ახალშობილი ასუბუქებდა და მართალს რაქელის დაკარგვის მოთმინებით ატარებინებდა. მაგრამ შემდეგ რუბენის უგუნურება გამოჩნდა. „მივიდა, — ნათქვამია, — რუბენ და დაწვა ბალას თანა, ხარჭისა მამისა თჳსისა, იაკობისა. და ვითარცა ესმა ესე ისრაჱლს, ბოროტ-უჩნდა წინაშე მისსა" (). ეს ძალიან დიდი დანაშაული იყო. ამიტომაც მოგვიანებით სჯულისმდებელმა მოსემ აუკრძალა ძესა და მამას ერთსა და იმავე ქალთან თანაცხოვრება. რომ მომავალში ეს ჩვევად არ ექციათ, სჯულისმდებელმა ამისგან ააცილა, ასეთის ჩამდენს სიკვდილით დასჯადი გამოაცხადა. თუმცა ამჟამად ესეც მოთმინებით ატარა იაკობმა, ბუნებრივმა სიყვარულმა რომ სძლია. მოგვიანებით კი, ამ ცხოვრებიდან წასვლისას, ძეს საყვედურობდა, ნათლად გამოხატა მისი დანაშაული და წყევლას მისცა, რათა რუბენის ხვედრით დანარჩენებიც გონს მოსულიყვნენ. შემდეგ ნეტარი მოსე იაკობის ძეებს ჩამოთვლის და თავისი თხრობით კვლავ მართლის სათნოებას გვასწავლის. რომ არ გეფიქრა, თითქოს იაკობი უმიზეზოდ, შემთხვევით ყოფილიყოს ქორწინებაში რაქელთანაც, ლიასთანაც და ორ მხევალთანაც, მოსე გვაჩვენებს, რომ გარკვეული ღვთის განგებით ჰქონდა მათთან თანაცხოვრება, რათა ზუსტად თორმეტი ტომი წარმოშობილიყო მისგან. ამიტომაც წერილი მისგან ს...

სრულად ნახვა