...სურეთისასა"** (). თუმცა ბენიამინი მაშინ შეიძინა, როცა იაკობი ბეთლემისკენ ჩქარობდა: მაშ, რატომ ამბობს წერილი ასე: „რომელნი ესხნეს მას შუამდინარეს ასურეთისასა"? ალბათ, რაქელს ჩაესახა ჯერ კიდევ მესოპოტამიიდან წამოსვლამდე. „მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა" (). შეხედე აქაც, როგორ სურდა კაცთმოყვარე ღმერთს ყოველივეში მართალნი დაეკმაყოფილებინა. როცა იაკობ, მრავალწლიანი განშორების შემდეგ, მამასთან მოვიდა, და ორივესთვის დიდი ნუგეში იყო — ძისთვის მამასთან შეხვედრის, მამისთვის კი იმის, რომ ყოველივეში ძის სიუხვესა და მრავალ შვილს ხედავდა — ამის შემდეგ, ამბობს წერილი, „მოაკლდა ისაკ და მოკუდა... მოხუცებული და სავსე დღითა" (). თუ მაშინ, როცა იაკობმა კურთხევა მიითვისა, მისი თვალების სინათლე, ნათქვამია, რომ შესუსტებული ყოფილიყო, რის გამოც მოტყუვდა, წარმოიდგინე, რამდენად უნდა დაბერებულიყო ამდენი წლის შემდეგ. „და დაჰფლეს იგი ესავ და იაკობ". მამის დაკრძალვის შემდეგ კი, **„წარიყუანა ესავ ცოლნი თჳსნი, ძენი და ასულნი თჳსნი და ყოველი კაცი სახლისა თჳსისა და ყოველივე მონაგები მისი... და წარვიდა ქუეყანით ქანანისათ... რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად, —...
დაბადება 35:27
26. ზილფას ძენი, ლეას მხევლისა: გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ფადან-არამში.27. მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათარბეში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისაკი.28. ას ოთხმოცი წლისა იყო ისაკი.
დაბადება თავი 35