მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 35:29

28. ას ოთხმოცი წლისა იყო ისაკი.29. აღესრულა ისაკი და მოკვდა, შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული, და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა შვილებმა.
დაბადება თავი 35
29. აღესრულა ისაკი და მოკვდა, შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული, და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა შვილებმა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. რაქელის გარდაცვალება, რუბენის ცოდვა და ისაკის სიკვდილი (35:14–37:1):

...ვეში მართალნი დაეკმაყოფილებინა. როცა იაკობ, მრავალწლიანი განშორების შემდეგ, მამასთან მოვიდა, და ორივესთვის დიდი ნუგეში იყო — ძისთვის მამასთან შეხვედრის, მამისთვის კი იმის, რომ ყოველივეში ძის სიუხვესა და მრავალ შვილს ხედავდა — ამის შემდეგ, ამბობს წერილი, „მოაკლდა ისაკ და მოკუდა... მოხუცებული და სავსე დღითა" (). თუ მაშინ, როცა იაკობმა კურთხევა მიითვისა, მისი თვალების სინათლე, ნათქვამია, რომ შესუსტებული ყოფილიყო, რის გამოც მოტყუვდა, წარმოიდგინე, რამდენად უნდა დაბერებულიყო ამდენი წლის შემდეგ. „და დაჰფლეს იგი ესავ და იაკობ". მამის დაკრძალვის შემდეგ კი, „წარიყუანა ესავ ცოლნი თჳსნი, ძენი და ასულნი თჳსნი და ყოველი კაცი სახლისა თჳსისა და ყოველივე მონაგები მისი... და წარვიდა ქუეყანით ქანანისათ... რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად, — ნათქვამია, — და ვერ ეძლო ქუეყანასა... ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთასა. და დაეშენა ესავ მთასა სეირსა" (დაბ 36:6–8). ესავისგან წარმოშობილთა და მისგან მომდინარე ხალხების შესახებ ამბის თხრობისის შემდეგ საღვთო წერილი ამბობს: „ხოლო იაკობ დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას, სადაცა დამკჳდრებულ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა მას ქანანისასა" (). აქედან კი იწყება უკვე...

სრულად ნახვა