...მია, — იაკობს კერპნი იგი უცხოთესლთანი"** (რადგან არ იყო მათი) „და საყურები იგი ყურთა მათთა"; შესაძლოა, ეს საყურებიც რაღაც კერპთაყვანისმცემლობის ნიშნები იყო და ამიტომაც კერპებთან ერთად იაკობს მიუტანეს. „და დამალნა იგინი ქუეშე ბელეკონსა მას, რომელი იყო სიკიმას, და წარწყმიდნა იგინი ვიდრე დღეინდელად დღედმდე" (). დამალა — ნათქვამია — და განადგურა ისინი, რომ თავად ცდომილების მონებსაც თავიდან აერიდებინა ცდომილება, და სხვასაც არ მიეღო მათგან ზიანი. ეს ყველაფერი რომ გააკეთა, მართალი „წარმოვიდა სიკიმათ" და ბეთელისკენ გაემართა. მაგრამ შეხედე ისევ, რა მზრუნველობა ჰქონდა ღმერთს მის მიმართ, და როგორ ნათლად გვიხსნის ყველაფერს წერილი. როცა მართალი სიქემიდან გამოვიდა, „იყო, — ნათქვამია, — შიში ღმრთისაჲ ქალაქებსა მას მათსა ზედა გარემოს, და არა დევნა-უყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისათა" (). ხედავ, რა განგება და რა აშკარა იყო ღვთის შეწევნა? მცხოვრებთ შიში დაეცათ და ისინი არ დაედევნენ. რადგან სწორედ ამის ეშინოდა მართალს და ამბობდა: „მე მცირე ვარ რიცხჳთ და აღვიჴოცო", ამიტომ მცხოვრებთ შიში დაეცათ, როგორც წერილი შენიშნავს, „და არა დევნა-უყვეს უკუანა მათსა". ასე, როცა ღმერთი კეთილ-ინებებს თავის შეწევ...
დაბადება 35:4
3. ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი.4. მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ, და საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.5. და დაიძრნენ. ღვთის შიში იყო გარეშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეთ.
დაბადება თავი 35