...ქვამია, — შიში ღმრთისაჲ ქალაქებსა მას მათსა ზედა გარემოს"** (). მაშ, როცა მართალი თავისი შიშისგანაც და ადგილობრივი მცხოვრებლებისგანაც განთავისუფლდა, ისევ ღმერთი ავლენს მის მიმართ თავის აღმატებულ კაცთმოყვარეობას. „ეჩუენა, — ნათქვამია, — ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას" (). რისთვის დაემატა „მერმეცა"? ისე უბრალოდ კი არა, არამედ იმიტომ, რომ ღმერთი უკვე ადრეც გამოეცხადა ამ ადგილას, როცა ძმისგან გაქცეული მესოპოტამიისკენ მიემართებოდა. ამიტომაც ნათქვამია ახლა: როგორც მაშინ გამოეცხადა მას ღმერთი, აქედან წასვლისას, ისე ახლაც იმავე ადგილას გამოეცხადება, დაბრუნებულს, და ამტკიცებს იმ აღთქმებს, რომლებიც წასვლისას მისცა, მართალს იმისკენ წინასწარ განაწყობს, რომ აღთქმებს მტკიცედ ერწმუნოს და სულით არ შეირყეს მათი აღსრულების ჟამამდე. „აკურთხა იგი და ჰრქუა: არღარა გერქუას სახელი შენი იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი" (დაბ 35:9–10). თუმცა ღმერთმა ეს წოდება უკვე ადრე მისცა, როცა მართალი იაბოკს გადალახავდა, მაგრამ ახლაც, სურს რა მართალს კიდევ უფრო დიდი რწმენა ჩაუნერგოს თავის აღთქმათა მიმართ, იმავე კურთხევას ანიჭებს და ეუბნება: **„ისრაჱლ იყოს სახელი შენი:... აღორძნდი და განმრავლდინ ნათესავი შენი, შესაკრე...
დაბადება 35:9
8. მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დამარხეს ბეთელს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ-ბაქუთი (მუხა გლოვისა).9. კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი.10. უთხრა ღმერთმა: იაკობია შენი სახელი; აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი. და უწოდა სახელად ისრაელი.
დაბადება თავი 35