მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 37:13

12. წავიდნენ მისი ძმები შექემში მამის ფარის დასამწყესად.13. უთხრა ისრაელმა იოსებს: შექემში არ მწყესავენ შენი ძმები? მოდი, გამეგზავნე მათთან. მანაც მიუგო: კარგი, ბატონო.14. უთხრა იაკობმა: წადი, გაიგე, როგორ არიან შენი ძმები, როგორ არის ფარა, და მომიტანე ამბავი. გაგზავნა ხებრონის ველიდან და ისიც მივიდა შექემს.
დაბადება თავი 37
13. უთხრა ისრაელმა იოსებს: შექემში არ მწყესავენ შენი ძმები? მოდი, გამეგზავნე მათთან. მანაც მიუგო: კარგი, ბატონო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 61. „ესე შობანი არიან იაკობისანი" (დაბ 37:2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იოსების წინასწარმეტყველური სიზმრები (37:5-14):

...ლიერებდნენ და ფარულად ცეცხლს ანთებდნენ. ამასობაში არც მამასა და არც ჭაბუკს არაფერი ეჭვობდა და არ ეგონა, რომ ძმები ასეთ გაშმაგებამდე მივიდოდნენ. ამიტომაც, როცა ძმები ფარებთან გაემგზავრნენ, მამამ იოსებს უთხრა: „ანუ არა ძმანი შენნი მწყსიან სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ მათდა მიმართ. ხოლო მან ჰრქუა: აჰა, მე" (). ხედავ, როგორ უყვარდა მამას შვილები? ხედავ, როგორ მორჩილი იყო ძე? „და ჰრქუა მას ისრაჱლ: წარვედ და იხილენ ძმანი შენნი, ვითარძი ცოცხლებით არიან, საცხოვარი, და მითხარ მე" ().

3. იოსები ძმებთან და ქრისტეს წინასახე (37:14-27)

ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ გამოაშკარავებულიყო იოსების კეთილგანწყობა ძმების მიმართაც და მათი მკვლელობის განზრახვა მის წინააღმდეგაც. ამასთან, მომავალიც იგულისხმებოდა: ამ მოვლენებში, ჩრდილის მსგავსად, ჭეშმარიტების მომავალი მოვლენები წინასწარ იხატებოდა. როგორც იოსები ძმების მოსანახულებლად მივიდა, მათ კი არც ძმობა, არც მისი მისვლის მიზეზი პატივად არ აღიარეს, და ჯერ მოკვლა სურდათ, მერე კი უცხოტომელებს მიჰყიდეს — ასევე ჩვენმა უფალმა, თავისი კაცთმოყვარეობით, ადამიანური მოდგმის მოსანახულებლად მოვიდა, ჩვენთვის ჩვენი ბუნების ხორცი მიიღო და კეთილინება, რომ ჩვენ...

სრულად ნახვა