შენიშნე, როგორც ადრე რუბენმა მცირე ბოროტებით უფრო დიდი აიცილა, ასე ახლაც იუდა ძმის გაყიდვას ურჩევს, რომ სიკვდილისგან იხსნას. ეს ყველაფერი იმისთვის იყო, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდაც აღსრულებულიყო საღვთო წინასწარმეტყველებანი და ძმებიც ღვთის განგებას ემსახურებინათ. იუდას რჩევა მიიღეს და ჯურღმულიდან „აღმოიყუანეს იოსებ... და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა" (დაბ 37:27–28). რა დანაშაულებრივი გარიგება! რა დამღუპველი სარგებელი! რა ურჯულო გაყიდვა! თქვენ გადაწყვიტეთ იმის გაყიდვა, ვინც სისხლით ნათესავია, ვინც მამას ასე უყვარს, ვინც სანახავად მოვიდა, ვინც არასოდეს არაფრით შეგცოდათ — და ბარბაროსებს მიჰყიდით, ეგვიპტისკენ მიმავალთ? რა უგუნურებაა! რა სიძულვილი! რა შური! თუ ამას სიზმრების შეშინებულნი აკეთებთ, იმ დარწმუნებით, რომ ისინი აღსრულდება, მაშინ რისთვის შეუძლებელზე მისწრაფებით ღვთის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებთ, რომელმაც ეს წინასწარ უთხრა მას? თუ კი სიზმრებს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებთ და ფუჭად მიაჩნიათ, რისთვის სჩადით იმას, რაც საუკუნ სირცხვილს მოგაწევთ, მამას კი დაუსრულებელ მწუხარება მოაწევთ? ო, ვნების ძალა, ანუ უკეთ ვთქვათ,...
დაბადება 37:34
33. იცნო კვართი და თქვა: ჩემი შვილის კვართია! ნადირს შეუჭამია, ნადირს დაუგლეჯია იოსები!34. ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს.35. ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ სურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში! დასტიროდა მას მამამისი.
დაბადება თავი 37