მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 38:14

13. ემცნო თამარს, აჰა, თიმნაში მიდისო შენი მამამთილი ცხვრის გასაპარსავად.14. გაიძრო ქალმა ქვრივის სამოსელი, მოსასხამი მოისხა, თავი დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე. რადგან იცოდა, რომ მოწიფული იყო შელა, მაგრამ ცოლად არ მიუთხოვებიათ მისთვის.15. დაინახა ქალი იუდამ და მეძავი ეგონა, რადგან ქალს სახე დაფარული ჰქონდა.
დაბადება თავი 38
14. გაიძრო ქალმა ქვრივის სამოსელი, მოსასხამი მოისხა, თავი დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე. რადგან იცოდა, რომ მოწიფული იყო შელა, მაგრამ ცოლად არ მიუთხოვებიათ მისთვის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იუდასა და თამარის თხრობა (38:6-24):

...ბი, — არა ხორციელი გულისთქმის გამო, — არა, — არამედ იმისთვის, რომ უშვილო არ დარჩენილიყო. თანაც, ამ საქმეში ღვთის განგებაც იყო ჩართული, რის გამოც მისი განზრახვა ნამდვილად აღსრულდა. „განიძარცუა", — ნათქვამია, — „სამოსელი ქურიობისა მისგან და გარემოისხა თერისტროჲ და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა თანა ენანისთა" (). მერე, თითქოსდა მის გასამართლებლად, საღმრთო წერილი ამბობს: „რამეთუ იხილა, ვითარმედ განჰმწჳსნა სელომ, ძე მისი, და მან არა მისცა იგი მას ცოლად", — ამიტომ გაბედა ასეთი მოტყუება. იუდამ იფიქრა, მეძავია (რადგან პირი დაეფარა, რომ არ ეცნოთ), „და მიაქცია მისა... და ჰრქუა მას: მიტევე მე შესლვად შენდა... ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე" (). მან თხის თიკნის გამოგზავნა აღუთქვა: „მე მოგიძღუანო შენ თიკანი თხათა სამწყსოთ... ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუანებადმდე შენდა" (). „და მისცა... ბეჭედი შენნი და მძივი და კუერთხი... და შევიდა მისა, და მიუდგა მისგან" ().

მაგრამ ამის მსმენელმა ნურავინ დაგმოს თამარი: როგორც უკვე ვთქვი, ის ამ შემთხვევაში ღვთის განგების იარაღი იყო, — რი...

სრულად ნახვა