მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 38:18

17. უთხრა იუდამ: თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან. უთხრა ქალმა: წინდს თუ მომცემ, ვიდრე თიკანს გამომიგზავნიდე?18. უთხრა იუდამ: რა მოგცე წინდად? უთხრა ქალმა: ეგ ბეჭედი, ეგ თასმა და ეგ არგანი, ხელში რომ გიჭირავს. მისცა იუდამ და შევიდა მასთან. დაორსულდა მისგან ქალი.19. ადგა ქალი და წავიდა; გადაიძრო მოსასხამი და კვლავ ქვრივის სამოსელი ჩაიცვა.
დაბადება თავი 38
18. უთხრა იუდამ: რა მოგცე წინდად? უთხრა ქალმა: ეგ ბეჭედი, ეგ თასმა და ეგ არგანი, ხელში რომ გიჭირავს. მისცა იუდამ და შევიდა მასთან. დაორსულდა მისგან ქალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იუდასა და თამარის თხრობა (38:6-24):

...დაბ 38:16). მან თხის თიკნის გამოგზავნა აღუთქვა: „მე მოგიძღუანო შენ თიკანი თხათა სამწყსოთ... ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუანებადმდე შენდა" (). „და მისცა... ბეჭედი შენნი და მძივი და კუერთხი... და შევიდა მისა, და მიუდგა მისგან" ().

მაგრამ ამის მსმენელმა ნურავინ დაგმოს თამარი: როგორც უკვე ვთქვი, ის ამ შემთხვევაში ღვთის განგების იარაღი იყო, — რის გამოც არც იგი დაექვემდებარა რაიმე საყვედურს და არც იუდა განიკითხა. აქედან უფრო შორს რომ წახვალ, დაინახავ, რომ მისგან შობილი შვილებიდან მოდის იესო ქრისტეს საგვარეულო. გარდა ამისა, იუდას ორმა ვაჟმა ორი ერი წინასახა და იუდაური ცხოვრებისა და სულიერი ცხოვრების წინასახედ იქცა. მაგრამ ახლა ვნახოთ, როგორ გაირკვა იუდას წასვლის შემდეგ მალევე მთელი საქმე, და როგორ ადანაშაულებს იუდა საკუთარ თავს, თამარს კი ამართლებს. იგი, როგორც კი მიზანს მიაღწია, კვლავ სამოსელი იცვალა, იქიდან დაბრუნდა და თავის სახლში მოვიდა. ხოლო იუდამ, ამის არმცოდნემ, აღთქმა შეასრულა — თხა გაუგზავნა თამარს, რომ მისთვის მიცემული წინდი უკან წამოეღო; მაგრამ მოვლინებულმა ვერსად იპოვა ის ქალი, დაბრუნდა და იუდას აცნობა, რომ ვერსად იპოვა. მაშინ იუდამ თქვა: ნუმცა...

სრულად ნახვა